რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ენერგორესურსების ექსპორტის სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ გადატანას აანონსებს.
მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნების მცდელობა, გამოდევნონ რუსი მიმწოდებლები და ჩაანაცვლონ მათი ენერგორესურსები ალტერნატიული მარაგებით, აუცილებლად იმოქმედებს მთელ მსოფლიო ეკონომიკაზე.
კრემლის ლიდერმა დასძინა, რომ რუსეთი თავისი ექსპორტის მიმართულებას „ეტაპობრივად“ „სწრაფად მზარდი სამხრეთისა და აღმოსავლეთის ბაზრებზე“ გადაიტანს.