აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

ავსტრიამ გაზის საფასური შესაძლოა, ისევ ევროში გადაიხადოს – რას დაპირდა ავსტრიის ლიდერს პუტინი

Reuters ავსტრიულ საინფორმაციო სააგენტო APA-ზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა, გაზის საფასურის გადასახადი ევროში მიიღოს.

“რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კანცლერ კარლ ნეჰამერს განუცხადა, რომ ავსტრიას შესაძლებლობა ექნება გაზის მიწოდების გადახდა ევროში განახორციელოს“, – წერს სააგენტო.

ნეჰამერის განცხადებით, მას პუტინთან “ძალიან პირდაპირი, ღია და მკაცრი” მოლაპარაკებები ჰქონდა. მათ შორის საუბარი იყო უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

ავსტრია ბუნებრივი აირის 80%-ს რუსეთიდან იღებს და ევროკავშირის მიერ, რუსული გაზის წინააღმდეგ დაწესებულ სასწრაფო ემბარგოს ეწინააღმდეგება, რადგან თვლის რომ ალტერნატიულ მომწოდებლებზე გადართვა ასე მოულოდნელად, შეუძლებელია.

“პუტინმა განაცხადა, რომ “გაზის მიწოდება უზრუნველყოფილია, რუსეთი ავსტრიას ხელშეკრულებით შეთანხმებულ რაოდენობას მიაწოდებს და გადახდა შეიძლება ევროში გაგრძელდეს “, – ციტირებს ნეჰამერი APA-თან ინტერვიუში.

ცოტა ხნის წინ ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა, რომ ევროპას რუსული გაზის შესყიდვა მხოლოდ რუბლში ექნება შესაძლებელი.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply