Anonymous-მა გაზპრომის შვილობილი კომპანია, Gazprom Linde Engineering გატეხა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჰაკერული დაჯგუფება საკუთარ Twitter-ის გვერდზე აქვეყნებს.
როგორც ტექსტში ვკითხულობთ, ჰაკერებმა კომპანიის თანამშრომლების 768 000 ელექტრონული წერილი ინტერნეტში გაავრცელეს.
“კომპანია სპეციალიზებულია გაზის, ნავთობქიმიური და ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტების დიზაინში”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.