Tag Archives: #აირი

მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

ევროკომისიის ენერგეტიკულ დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ნიგერიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდას გეგმავს

ევროკავშირი ნიგერიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდას გეგმავს. „როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის ენერგეტიკული დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მეთიუ ბოლდუინმა განაცხადა. როგორც სააგენტო წერს, ბოლდუინი მიმდინარე კვირას იმყოფებოდა ნიგერიაში, სადაც ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან გამართა შეხვედრები. მისი თქმით, ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ ნიგერია აუმჯობესებს უსაფრთხოებას მდინარე ნიგერის დელტაში და გეგმავს „ტრანს-ნიგერის გაზსადენის“ ამუშავებას, რაც ევროპაში მეტი გაზის ექსპორტის შესაძლებლობას იძლევა. „მათ გვითხრეს, მოდით და ვისაუბროთ კიდევ ...

Read More »

ევროკომისია: ევროპას სურს შეწყვიტოს რუსულ გაზზე დამოკიდებულება 2027 წლისთვის

ევროკავშირმა უკვე უნდა შეამციროს რუსული გაზის მოხმარება, რათა მომავალი წლის მარტისთვის დანაზოგი იყოს 15% (45 მილიარდი კუბური მეტრი), განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ სააგენტო dpa-სთან ინტერვიუში. მან რუსეთს გაზის ექსპორტის არასანდო პარტნიორი უწოდა. „ჩვენი მთავარი მიზანი რჩება ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდებისგან სრული დამოუკიდებლობა არაუგვიანეს 2027 წლისა“, – განაცხადა მან. ევროკავშირი აპირებს 300 მილიარდი ევროს ინვესტირებას პროექტებში გაზის ...

Read More »

აზერბაიჯანული გაზით ჩეხეთიც დაინტერესდა

ჩეხეთი დაინტერესებულია გაზზე წვდომით ისეთი სანდო პარტნიორისგან, როგორიც აზერბაიჯანია. ABC.AZ-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანში ჩეხეთის ელჩმა მილან სედლაჩეკმა Trend-თან ინტერვიუში განაცხადა. „18 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ამავე დროს, ევროკომისია, ისევე როგორც ცალკეული ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროპული ენერგეტიკული ...

Read More »

რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდების მოცულობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

ევროპაში რუსული გაზის მიწოდების მაჩვენებელი ბოლო 4 წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. თუ უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე რუსეთი ევროპას დღე-ღამეში 400-500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწვდიდა, 2022 წლის ივლისის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 100 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდა. ამასთან, ევროპა გეოპოლიტიკური რისკების ფონზე გაზის მიწოდების ახალ მარშრუტებს ეძებს. ევროპის ქვეყნები ცდილობენ, შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა, რომელიც რუსული ენერგიის იმპორტის სრული შეწყვეტის შემთხვევაში ამოქმედდება. არსებული სიტუაციიდან ...

Read More »

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვს დამატებითი გაზი სთხოვა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო მოსკოვს ოფიციალური ვიზით ეწვია. თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან საუბრისას სიარტომ უნგრეთისთვის დამატებითი გაზის საკითხი განიხილა. . უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი გაჩნდა და ბუდაპეშტმა ზამთრამდე გაზის მარაგების შევსება უნდა უზრუნველყოს. დიპლომატმა აღნიშნა, რომ უნგრეთის ხელისუფლებას სურს, რომ დამატებით 700 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღოს. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო ...

Read More »

თურქეთი ხმელთაშუა ზღვაში გაზის დაზვერვითი სამუშაოების განახლებას აგვისტოში აპირებს

აგვისტოდან თურქეთის ახალი საბურღი გემი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე გაზის საბადოებში დაზვერვით სამუშაოებს დაიწყებს, ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა. „აგვისტოს დასაწყისში საბურღი ხომალდი „აბულჰამიდ ხანი“ შეუდგება დაზვერვას,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ თურქეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას სამუშაო არეალში შესაძლო პროვოკაციის შემთხვევაში. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი ფატიჰ დომნეზის განცხადებით კი, გაზის მოპოვება მოხდება მხოლოდ თურქეთის ეკონომიკურ ზონაში. „აბდულჰამიდ ხანი“ ...

Read More »

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობა აღდგა

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობა აღდგა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიისფედერალური ქსელის სააგენტოს პრეზიდენტმა, კლაუს მიულერმა განაცხადა. მისი თქმით, გაზსადენის მუშაობა 30 პროცენტით აღდგა და ბუნებრივი აირის მიწოდება მინიმუმ ორი საათის განმავლობაში გარანტირებულია. ამასთან, მან დაამატა, რომ ნაკლებსავარაუდოა, დღის განმავლობაში რაიმე შეიცვალოს და მიწოდება შეწყდეს. გაზსადენის მუშაობა, რომლითაც რუსული ბუნებრივი აირი მთელ ევროპას მიეწოდება, 11 ივლისს შეჩერდა გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ...

Read More »

ირანმა და თურქეთმა გაზის მიწოდებაზე 25-წლიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი

თეირანი და ანკარა შეთანხმდნენ, რომ ირანი თურქეთს მომდევნო 25 წლის განმავლობაში ბუნებრივ აირს მიაწვდის. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება. როგორც ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ განაცხადა, ეს შეთანხმება თეირანში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან იყო მიღწეული. შეთანხმების ყველა დეტალი უცნობია. აქამდე ირანი თურქეთს ყოველწლიურად 10 მლრდ. კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწვდიდა. თურქეთის ენერგეტიკაში ირანული გაზის წილი 15%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ორი ...

Read More »

გერმანულმა Uniper-მა უარყო გაზპრომის მოთხოვნა ფორსმაჟორზე

რუსული ბუნებრივი აირის გერმანიის უმსხვილესმა იმპორტიორმა Uniper-მა განაცხადა, რომ მიიღო წერილი “გაზპრომისგან”, რომელშიც ნათქვამია, რომ გაზის მიწოდების გარანტირებას ვერ შეძლებს. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იუწყება. გერმანულმა კომპანიამ პრეტენზია ოფიციალურად უარყო, როგორც უსაფუძვლო. Uniper-მა არ გაასაჯაროვა წერილის შინაარსი, მაგრამ სააგენტოს წყარომ განმარტა, რომ ფორსმაჟორი დაკავშირებული იყო Nord Stream 1 მილსადენით მიწოდებასთან. ივნისის დასაწყისში, “გაზპრომმა” გამოაცხადა ამ მილსადენით საწვავის ამოტუმბვის შემცირება, Siemens-ის მიერ ბუნებრივი ...

Read More »

გერმანიაში აცხადებს, რომ მომავალ ზამთარს რუსული გაზის გარეშე ვერ გადაიტანენ

გერმანია მომავალ ზამთარს რუსული გაზის გარეშე ვერ გადაიტანს. ახლა ქვეყანაში გაზსაცავი მხოლოდ 65%-ითაა სავსეა, მარაგების შევსება Nord Stream 1-ის მეშვეობით საჭიროა. ასეთი განცხადებები გააკეთა ქსელების ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა კლაუს მიულერმა Bild am Sontag-თან ბოლო ინტერვიუში. “გაზის საცავი სავსეა თითქმის 65 პროცენტით. ეს უკეთესია, ვიდრე წინა კვირებში, მაგრამ რუსული გაზის გარეშე ზამთრის გადატანისთვის საკმარისი არ არის” – თქვა მიულერმა. ოფიციალური პირის ...

Read More »