აგვისტოდან თურქეთის ახალი საბურღი გემი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე გაზის საბადოებში დაზვერვით სამუშაოებს დაიწყებს, ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა.
„აგვისტოს დასაწყისში საბურღი ხომალდი „აბულჰამიდ ხანი“ შეუდგება დაზვერვას,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ თურქეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას სამუშაო არეალში შესაძლო პროვოკაციის შემთხვევაში.
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი ფატიჰ დომნეზის განცხადებით კი, გაზის მოპოვება მოხდება მხოლოდ თურქეთის ეკონომიკურ ზონაში.
„აბდულჰამიდ ხანი“ გახდება რიგით მეოთხე საბურღი თურქული ხომალდი, რომელიც ჩაერთვება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გაზის საბადოების მოძიებაში.
წყარო: bpn.ge