თეირანი და ანკარა შეთანხმდნენ, რომ ირანი თურქეთს მომდევნო 25 წლის განმავლობაში ბუნებრივ აირს მიაწვდის. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება.
როგორც ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ განაცხადა, ეს შეთანხმება თეირანში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან იყო მიღწეული.
შეთანხმების ყველა დეტალი უცნობია. აქამდე ირანი თურქეთს ყოველწლიურად 10 მლრდ. კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწვდიდა. თურქეთის ენერგეტიკაში ირანული გაზის წილი 15%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, ორი ქვეყანა 30 მლრდ დოლარამდე სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე შეთანხმდა.