აზერბაიჯანული გაზით ჩეხეთიც დაინტერესდა

ჩეხეთი დაინტერესებულია გაზზე წვდომით ისეთი სანდო პარტნიორისგან, როგორიც აზერბაიჯანია.

ABC.AZ-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანში ჩეხეთის ელჩმა მილან სედლაჩეკმა Trend-თან ინტერვიუში განაცხადა.

„18 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

ამავე დროს, ევროკომისია, ისევე როგორც ცალკეული ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროპული ენერგეტიკული კომპანიები, ეძებენ გაზის სხვა პოტენციურ მიმწოდებლებს, განსაკუთრებით LNG-ის, რუსეთის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა სედლაჩეკმა.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply