უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო მოსკოვს ოფიციალური ვიზით ეწვია.
თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან საუბრისას სიარტომ უნგრეთისთვის დამატებითი გაზის საკითხი განიხილა. .
უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი გაჩნდა და ბუდაპეშტმა ზამთრამდე გაზის მარაგების შევსება უნდა უზრუნველყოს.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ უნგრეთის ხელისუფლებას სურს, რომ დამატებით 700 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღოს.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი აღნიშნულ მოთხოვნა აუცილებლად განიხილავს.