ევროკავშირმა უკვე უნდა შეამციროს რუსული გაზის მოხმარება, რათა მომავალი წლის მარტისთვის დანაზოგი იყოს 15% (45 მილიარდი კუბური მეტრი), განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ სააგენტო dpa-სთან ინტერვიუში. მან რუსეთს გაზის ექსპორტის არასანდო პარტნიორი უწოდა.
„ჩვენი მთავარი მიზანი რჩება ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდებისგან სრული დამოუკიდებლობა არაუგვიანეს 2027 წლისა“, – განაცხადა მან.
ევროკავშირი აპირებს 300 მილიარდი ევროს ინვესტირებას პროექტებში გაზის დაზოგვისა და განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლისთვის.
„ამავდროულად, ჩვენ ვაფორმებთ ახალ ხელშეკრულებებს უფრო სანდო პარტნიორებთან, როგორიცაა აშშ და ნორვეგია“, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
გასულ კვირას ევროკომისიამ გამოაცხადა გეგმა, რომ შემცირდეს ევროკავშირის გაზის მოხმარება 15%-ით 2023 წლის გაზაფხულისთვის, რათა შემცირდეს ევროპის რისკიც და ხარჯები რუსული გაზის მიწოდების შემდგომი შეფერხების ან სრული შეწყვეტის შემთხვევაში.
წყარო: bfm.ge