Tag Archives: #ევროპა

ანდრეი ერმაკი: ევროკავშირი რუსული ნავთობის გადამზიდავი გემების დაზღვევას აკრძალავს

ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ევროკავშირი რუსული ნავთობის გადამზიდავ გემებზე სადაზღვევო აკრძალვას დააწესებს. „Wall Street Journal-ის მონაცემების მიხედვით, ეს იქნება სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი. აღნიშნიული აკრძალვა არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ბლოკის ხელთაა რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენების თვალსაზრისით. ახლა რუსეთს გაუჭირდება თავისი ნავთობის აზიაში მიყიდვა, რადგან ევროპული კომპანიები მსოფლიო ნავთობით ვაჭრობის დიდ ნაწილს უზრუნველყოფენ“, – წერს ...

Read More »

შარლ მიშელი: უნდა მოვემზადოთ ენერგიის მიწოდების სავარაუდო შეფერხებისთვის, ვთხოვეთ კომისიას, იმუშაოს ელექტროენერგიის ოპტიმიზაციაზე, დავადასტურეთ, რომ გამოწვევას გავუმკლავდებით, როგორც ევროპელები

უნდა მოვემზადოთ ენერგიის მიწოდების სავარაუდო შეფერხებისთვის, ჩვენ ვთხოვეთ კომისიას იმუშაოს ელექტროენერგიის ოპტიმიზაციაზე, ამ დებატებზე ჩვენ დავადასტურეთ, რომ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით, როგორც ევროპელები, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შარლ მიშელის თქმით, სამიტზე ენერგეტიკის მიმართულებით ოთხი ძირითადი მიმართულება განიხილეს. „ენერგეტიკის საკითხზე საუბარისას ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიმოქმედებთ ოთხი ძირითადი მიმართულებით. ესენია, რესურსების ...

Read More »

ნავთობის ემბარგო ევროპაზე მეტად პუტინს დააზარალებს

გარკვეული დროის განმავლობაში ყოყმანის შემდეგ, ევროკავშირი რუსული ნავთობის უმეტესი წილის ემბარგოზე შეთანხმდა. ურალის ნედლი ნავთობის ძვირადღირებული ბრენტის ტიპის ნავთობით ჩანაცვლება ბლოკში ელექტროენერგიის ისედაც გაზრდილ გადასახადებს კიდევ უფრო გაზრდის. Rstad Energy-ს მონაცემებით, ევროკავშირი დღეში 3-დან 3.7 მილიონ ბარელამდე ურალის ტიპის ნავთობს ყიდულობს. ამ მოცულობის 75%-ის 120 დოლარის ღირებულების ბრენტის ტიპის ნავთობით ჩანაცვლება თვეში დანახარჯების სულ მცირე $2 მილიარდით ზრდას ნიშნავს. თუმცა, ევროკავშირის ეს ...

Read More »

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: სანქციების მეშვიდე პაკეტი რუსულ გაზზე ემბარგოს უნდა ითვალისწინებდეს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე მუშაობა უნდა დაიწყოს და ის რუსული გაზის იმპორტზე ემბარგოს უნდა მოიცავდეს. „ყველა მომდევნო სანქციები უფრო რთული იქნება. ვფიქრობ, რომ გაზი მეშვიდე პაკეტში უნდა იყოს, მაგრამ რეალისტი ვარ. არა მგონია, რომ ეს მოხდეს“, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა. მან რუსული ნავთობის აკრძალვასთან დაკავშირებით გუშინ მიღებული გადაწყვეტილება „სამართლიან კომპრომისად” შეაფასა. „ეს იყო ...

Read More »

ბელგიის პრემიერი: რუსულ ნავთობზე ემბარგო მთელი ევროკავშირის გამარჯვებაა

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრუ მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შემდეგ ევროკავშირმა ახალი შეზღუდვების შემოღება უნდა შეაჩეროს. ამის შესახებ მან სამშაბათს ევროკავშირის ორდღიანი სამიტის ფარგლებში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. „ბელგიის აზრით, ბოლო პაკეტი არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავისვენოთ. მოდით, ამ პაკეტმა იმუშაოს. ნავთობის ემბარგოს გავლენა რუსეთზე გაცილებით დიდია, ვიდრე გაზის შემთხვევაში. გზა გაცილებით რთულია“, – განაცხადა მან ...

Read More »

ლატვიის პრემიერი – ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მოწოდებულია, დაძლიოს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება, ვცდილობთ, სწრაფად ვთქვათ ამაზე უარი

ლატვიის პრემიერ-მინისტრის კრიშიანის კარინიშის განცხადებით, ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მოწოდებულია, დაძლიოს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება. მისივე თქმით, ახლა ცდილობენ, რომ ამაზე რაც შეიძლება სწრაფად თქვან უარი. „ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მოწოდებულია, დაძლიოს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება. უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში ქვეყნებმა ააშენეს ინფრასტრუქტურა, რომელიც დიდად არის დამოკიდებული რუსულ ენერგოწყაროებზე. ახლა ვცდილობთ, ძალიან სწრაფად ვთქვათ ამაზე უარი. ზოგი წევრი ქვეყნისთვის ეს უფრო იოლია, ზოგისთვის ფიზიკურად უფრო ...

Read More »

სლოვაკეთი გაზის სამხრეთ დერეფანზე დაერთებისთვის მზად არის

სლოვაკეთმა გაზის სამხრეთ დერეფანთან დასაკავშირებლად ყველა საჭირო ინტერკონექტორი ააშენა. ამის შესახებ Trend-ს აზერბაიჯანში სლოვაკეთის ელჩმა, მილან ლაიჩაკმა განუცხადა. თუმცა, ელჩის თქმით, გაზსადენზე რეალური დაერთებისთვის საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის (IGB) დასრულება და გაზის სამხრეთ დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდა არის აუცილებელი. „ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება, სამხრეთის დერეფნით სლოვაკეთისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაიწყოს,“ – აცხადებს მილან ლაიჩაკი. მისი თქმით, გაზის 2009 წლის კრიზისის შემდეგ სლოვაკეთმა გაზის ...

Read More »

ავსტრიის კანცლერი: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში გაზის ემბარგო არ იქნება

უკრაინული მედიის ცნობით, ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტში ბუნებრივ აირზე ემბარგო არ შევა. „გუშინ ნათელი გახდა და დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში გაზის ემბარგოს თემა არ იქნება. ამის შესახებ ოლაფ შოლცმაც ნათლად განაცხადა. გაზი ძალიან განსხვავდება ნავთობისგან, როდესაც საქმე მიწოდების უსაფრთხოებას ეხება. რუსული ნავთობის კომპენსაცია ბევრად ადვილია. გაზი სულ სხვა თემაა, ამიტომ ...

Read More »

ბულგარეთი რუსულ ნავთობზე დაწესებული ემბარგოსგან 2024 წლამდე თავისუფლდება

ბულგარეთი უარს იტყვის რუსულ ნავთობზე 2024 წლის ბოლომდე, განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. მისივე თქმით, ქვეყანას რუსეთიდან ნავთობის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს დროებით შეწყვეტის უფლება მიეცემა. ეს განპირობებულია იმით, რომ „ლუკოილის“ ბულგარული გადამამუშავებელი ქარხანა ძირითადად რუსულ ნავთობზე მუშაობს და „ვერ ახერხებს მისი მუშაობის სწრაფად რესტრუქტურიზაციას“, – თქვა პეტკოვმა. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი მოხარულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა შეძლეს შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის ...

Read More »

ჟოზეფ ბორელი – რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა გარდამტეხი მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა პუტინის ომის მანქანის მწყობრიდან გამოსაყვანად

რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა არის გარდამტეხი მნიშვნელობის გადაწყვეტილება პუტინის ომის მანქანის მწყობრიდან გამოსაყვანად, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა დაწერა. „მივესალმები ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას რუსული ნავთობის აკრძალვის შესახებ. გარდამტეხი მნიშვნელობის გადაწყვეტილება პუტინის ომის მანქანის მწყობრიდან გამოსაყვანად. ჩვენი ერთიანობა ჩვენი სიძლიერეა“, – წერს ჟოზეფ ბორელი. ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შეათანხმეს, ...

Read More »