ბულგარეთი უარს იტყვის რუსულ ნავთობზე 2024 წლის ბოლომდე, განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. მისივე თქმით, ქვეყანას რუსეთიდან ნავთობის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს დროებით შეწყვეტის უფლება მიეცემა. ეს განპირობებულია იმით, რომ „ლუკოილის“ ბულგარული გადამამუშავებელი ქარხანა ძირითადად რუსულ ნავთობზე მუშაობს და „ვერ ახერხებს მისი მუშაობის სწრაფად რესტრუქტურიზაციას“, – თქვა პეტკოვმა.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი მოხარულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა შეძლეს შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შემოღებაზე. კირილ პეტკოვმა განაცხადა, რომ სანქციები გავლენას ახდენს ნავთობის 90%-ის მიწოდებაზე, რის გამოც „რუსეთისთვის ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი შეჩერდება“.
„უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი სანქციების შესახებ ზოგადი დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბულგარეთი მიიღებს გამონაკლისს ემბარგოს დაწესებაზე რუსული ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით 2024 წლის ბოლომდე… გამონაკლისის სახით ჩვენ დავრჩებით ერთადერთად ქვეყანად, რომელიც გააგრძელებს რუსული ნავთობის მიღებას საზღვაო ტერმინალის გავლით“, – ციტირებს TASS-ი მის სიტყვებს.
წყარო: bfm.ge