ავსტრიის კანცლერი: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში გაზის ემბარგო არ იქნება

უკრაინული მედიის ცნობით, ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტში ბუნებრივ აირზე ემბარგო არ შევა.

„გუშინ ნათელი გახდა და დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში გაზის ემბარგოს თემა არ იქნება. ამის შესახებ ოლაფ შოლცმაც ნათლად განაცხადა. გაზი ძალიან განსხვავდება ნავთობისგან, როდესაც საქმე მიწოდების უსაფრთხოებას ეხება. რუსული ნავთობის კომპენსაცია ბევრად ადვილია. გაზი სულ სხვა თემაა, ამიტომ გაზის ემბარგო არ იქნება სანქციების შემდეგ პაკეტში“, – განაცხადა ნეჰამერმა.

Leave a Reply