ანდრეი ერმაკი: ევროკავშირი რუსული ნავთობის გადამზიდავი გემების დაზღვევას აკრძალავს

ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ევროკავშირი რუსული ნავთობის გადამზიდავ გემებზე სადაზღვევო აკრძალვას დააწესებს.

„Wall Street Journal-ის მონაცემების მიხედვით, ეს იქნება სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი. აღნიშნიული აკრძალვა არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ბლოკის ხელთაა რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენების თვალსაზრისით. ახლა რუსეთს გაუჭირდება თავისი ნავთობის აზიაში მიყიდვა, რადგან ევროპული კომპანიები მსოფლიო ნავთობით ვაჭრობის დიდ ნაწილს უზრუნველყოფენ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი.

Leave a Reply