Tag Archives: თელასი

სემეკ-ში თელასის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშების განხილვა გაიმართება

სემეკ-ში თელასის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშების განხილვა გაიმართება

სემეკ-ში დღეს “თელასის” განაწილების ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშების წინასწარი საჯარო განხილვა გაიმართება. სემეკ-ის ინფორმაციით, შეხვედრას დარგის ექპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან. განხილვა საჯაროა და დასწრება ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია. “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში, კომისიის 2015 წლის 31 ივლისის №41/1 გადაწყვეტილების თანახმად, დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების ...

Read More »
ენერგოომბუდსმენი მრჩეველთა საკონსულტაციო ჯგუფს შექმნის

ენერგოომბუდსმენი ტარიფებზე მომუშავე მრჩეველთა საკონსულტაციო ჯგუფს შექმნის

კომუნალური მომსახურების ტარიფები ერთ-ერთი მწვავე საკითხია, რომელიც, ფაქტობრივად, მოსახლეობის 100%-ს ეხება, შესაბამისად, ინტერესი ტარიფის დადგენის პროცესებისადმი ობიექტურად მაღალია სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. ტარიფის დადგენას შესაბამის დარგში მარეგულირებელი კომისია უზრუნველყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. თუმცა, ამავდროულად, კანონის თანახმად, მარეგულირებელი კომისია, ვალდებულია, სატარიფო განაცხადის მიღების შემთხვევაში, დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და უზრუნველყოს პროცესების გამჭირვალობა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს, უფლება, აზრი გამოთქვას განსახილველი საკითხის ...

Read More »
დენის ტარიფი 12 თეთრზე მეტი არ უნდა იყოს

დენის ტარიფი 12 თეთრზე მეტი არ უნდა იყოს

რეგიონების მოსახლეობა, კახეთის გარდა, ელექტროენერგიის გაძვირებულ ტარიფს უკვე 1-ლი აგვისტოდან გადაიხდის. სემეკ-მა “ენერგო პრო ჯორჯიას” მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოთხოვნილი 4,8 თეთრის ნაცვლად, 1 კილოვატ საათზე ელექტროენერგიის ტარიფი 3,348 თეთრით გაზარდა. ამას თუ დამატებული ღირებულების გადასახადსაც დავარიცხავთ, გამოდის, რომ “ენერგო პრო ჯორჯიას” აბონენტებს” 1 კილოვატი 3,95 თეთრით უძვირდებათ. რეგიონების შემდეგ, დენის ტარიფის ზრდა თბილისის მოსახლეობასაც ემუქრება, რადგან სემეკ-ს ტარიფის გადახედვის ...

Read More »
ჯერჯერობით უცნობია რამდენით გაზრდება ელექტროენერგიის ტარიფი თბილისში

ჯერჯერობით უცნობია რამდენით გაზრდება ელექტროენერგიის ტარიფი თბილისში

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის რა ოდენობით ზრდას ითხოვს “თელასი”, ჯერჯერობით უცნობია. როგორც “თელასში” განაცხადეს, კომპანიის განაცხადში საუბარია მხოლოდ იმ მიზეზებზე, თუ რის გამო დადგა დღის წესრიგში ტარიფის ზრდა, კერძოდ, იმაზე, რომ გაძვირდა ელექტროენერგია და არ არის დასახელებული კონკრეტული ციფრი, რა ოდენობით უნდა გაიზარდოს ტარიფი. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში კი აცხადებენ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რა მოთხოვნები აქვს “თელასს” საჯარო-ადმინისტრაციული წარმოების ...

Read More »
ელექტროენერგიის ტარიფი სავარაუდოდ თბილისშიც მოიმატებს

ელექტროენერგიის ტარიფი სავარაუდოდ თბილისშიც მოიმატებს

“ენერგოპრო ჯორჯიას” შემდეგ ტარიფის კორექტირების მოთხოვნით მარეგულირებელ კომისიას სს “თელასმაც” მიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. “კომპანია ტარიფის დადგენას ითხოვს და სატარიფო განაცხადის წარმოდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს. კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის” საფუძველზე ...

Read More »
თელასის 2015 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები

თელასის 2015 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია „თელასმა“ 2015 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 2015 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1 მილიარდ 206,5 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 9,6% (105,7 მლნ. კვტ*სთ-ით) აღემატება 2014 წლის პირველ ნახევარში მოხმარების მოცულობას (1 მილიარდ 100,8 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ეკონომიკის და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია. 2014 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 2015 წლის იგივე პერიოდში 8,9%-ით (93,5 მლნ. ...

Read More »
თელასმა საფეხბურთო მატჩის ბილეთების გაყიდვის გამო გეგმიური სამშაოები შეაჩერა

თელასმა საფეხბურთო მატჩის ბილეთების გაყიდვის გამო გეგმიური სამშაოები შეაჩერა

უეფას სუპერთასის ფინალის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი აჟიოტაჟია, ბილეთების ყიდვა მხოლოდ ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი და სუპერთასის მატჩის მიმართ საკმაოდ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ბილეთების შესაძენად საკმაოდ დიდი რიგია. არსებულ აჟიოტაჟს ეხმაურება სს”თელასი”. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ თელასი ითვალისწინებს მომხმარებელთა ინტერესს და სარეაბილიტაციო გეგმიური სამუშაოები თბილისის რიგ უბნებში გადაიდო რათა მოქალაქეებს ბილეტების შესყიდვაზე პრობლემები არ ჰქონოდათ და ელ.ენერგიის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში ყოფილიყო შესაძლებელი. უცვლელად ...

Read More »
ქართულ ენერგეტიკაში მონოპოლიები დასაშლელია

ქართულ ენერგეტიკაში მონოპოლიები დასაშლელია

“საქართველოს ელექტროენერგიის საცალო ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ნაკლოვანებაა ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობის გაუმიჯნაობა განაწილების (დისტრიბუციის) საქმიანობისგან, რაც გამორიცხავს ბაზარზე ალტერნატიული მიმწოდებლების გაჩენას. აქედან გამომდინარე, განაწილების ლიცენზიატების სამოქმედო არეალში მიწოდების ბაზარი მონოპოლიურია და ექსკლუზიურ მიმწოდებელს თავად განაწილების ლიცენზიატები წარმოადგენენ”, – ნათქვამია სემეკის წლიურ ანგარიშში. ქვეყნის ენერგეტიკაში მონოპოლიების დაშლის საჭიროებაზე საუბრობს დავით მირცულავა. როგორც მირცხულავა აღნიშნავს, თავისუფალი და განვითარებული ენერგობაზრის შექმნისთვის ბევრი რეფორმაა გასატარებელი, მათ ...

Read More »
სტიქიით დაზიანებული საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა სრულდება

სტიქიით დაზიანებული საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა სრულდება

სს „თელასი“ ასრულებს 35 კილოვოლტიანი საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების „ვერა-1“ და „ვერა-2“ აღდგენით სამუშაოებს. სტიქიით დაზიანებული საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა კომპანია „თელასმა“ წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყო. რთული სამუშაო პირობების მიუხედავად ელექტრომომარაგების აღდგენა კომპანიამ დროებითი სქემის გამოყენებით შეძლო. ამჟამად, საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების „ვერა-1“ და „ვერა-2“ აღდგენითი სამუშაოების დასასრულებლად საჭიროა დროებით შეიზღუდოს თბილისის ორი ცენტრალური რაიონის ელექტრომომარაგება. აქედან გამომდინარე, 19 ივნისს 01 საათიდან ...

Read More »
თელასმა ახალდაბის ელექტრომომარაგება უზრუნველყო

თელასმა ახალდაბის ელექტრომომარაგება უზრუნველყო

კომპანია „თელასმა“ ვერტმფრენის გამოყენებით სოფელ ახალდაბაში დიზელ-გენერატორი და საწვავი ჩაიტანა. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ელექტრომომარაგების აღსადგენად ადგილზე ჩავიდა კომპანიის ტექნიკური ბრიგადა. სტიქიური უბედურების ზონაში ასევე ჩავიდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და სს „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი, რომლებიც ადგილზე გაეცნენ შექმნილ სიტუაციას და სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმა დასახეს. სტიქიით დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენამდე დიზელ-გენერატორი ელექტროენერგიით უზრუნველყოფს სოფელ ახალდაბის 134 აბონენტს. ...

Read More »