“საქართველოს ელექტროენერგიის საცალო ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ნაკლოვანებაა ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობის გაუმიჯნაობა განაწილების (დისტრიბუციის) საქმიანობისგან, რაც გამორიცხავს ბაზარზე ალტერნატიული მიმწოდებლების გაჩენას. აქედან გამომდინარე, განაწილების ლიცენზიატების სამოქმედო არეალში მიწოდების ბაზარი მონოპოლიურია და ექსკლუზიურ მიმწოდებელს თავად განაწილების ლიცენზიატები წარმოადგენენ”, – ნათქვამია სემეკის წლიურ ანგარიშში.
ქვეყნის ენერგეტიკაში მონოპოლიების დაშლის საჭიროებაზე საუბრობს დავით მირცულავა. როგორც მირცხულავა აღნიშნავს, თავისუფალი და განვითარებული ენერგობაზრის შექმნისთვის ბევრი რეფორმაა გასატარებელი, მათ შორის პირველი კი არსებული მონოპოლიების დაშლაა.
„ჩემი აზრით თუ გვინდა თავისუფალი ბაზარი შევქმნათ როგორიც არის განვითარებულ ევროპაში და მით უმეტეს გარკვეული ნაბიჯები ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით დავადასტურეთ, რომ ჩვენ გვინდა ამ მიმართულებით მოძრაობა, ელექტროენერგეტიკაში უამრავი რეფორმაა უნდა გავატაროთ. პირველ რიგში, მონოპოლიის დაშლაა საჭირო, ეს კომპანეიბი, რაც თქვენ ჩამოვთვალეთ არიან მონოპოლირური სტრუქტურები. აღნიშნულ კომპანიებში არის როგორც გამანაწილებელი ასევე სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ბუნებრივი მონოპოლიაა, ასევე არის გენერაციის ობიექტები, რომელიც თავისი ბუნებით ელექტროენერგეტიკის კონკურენტული სფეროა.
აუცილებელია მათი გაყოფა და რომ მოხდეს, ისე როგორც ევროპაში ხდება. ეს ბუნებრივი მონოპოლია უნდა გამოეყოს ამ კონკურენტულ სფეროს რასაც გენერაცია ჰქვია“, – აცხადებს მირცხულავა.
საქართველოს ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე ყველაზე დიდი საბაზრო წილი – 63% აქვს სს ენერგო-პრო ჯორჯიას. ასეთი დიდი საბაზრო წილი გამოწვეულია როგორც მისი საქმიანობის მოცულობიდან, ისე პირდაპირი მომხმარებლების მის აბონენტებად გადასვლით. რაც შეეხება თელასს, მისი საბაზრო წილი შეადგენს 32.5%-ს, ხოლო კახეთის ენერგოდისტრიბუციის – 4.5%-ს.