თელასმა საფეხბურთო მატჩის ბილეთების გაყიდვის გამო გეგმიური სამშაოები შეაჩერა

თელასმა საფეხბურთო მატჩის ბილეთების გაყიდვის გამო გეგმიური სამშაოები შეაჩერა

უეფას სუპერთასის ფინალის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი აჟიოტაჟია, ბილეთების ყიდვა მხოლოდ ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი და სუპერთასის მატჩის მიმართ საკმაოდ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ბილეთების შესაძენად საკმაოდ დიდი რიგია. არსებულ აჟიოტაჟს ეხმაურება სს”თელასი”. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ თელასი ითვალისწინებს მომხმარებელთა ინტერესს და სარეაბილიტაციო გეგმიური სამუშაოები თბილისის რიგ უბნებში გადაიდო რათა მოქალაქეებს ბილეტების შესყიდვაზე პრობლემები არ ჰქონოდათ და ელ.ენერგიის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში ყოფილიყო შესაძლებელი. უცვლელად გთავაზობთ თელასის ოფიციალურ განცხადებას:

“სს თელასმა გაითვალისწინა საზოგადოების მაღალი ინტერესი უეფას სუპერ თასის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების შესყიდვასთან დაკავშირებით. კომპანიამ გადადო დღევანდელი გეგმიური სარემონტო სამუშაოები და აქედან გამომდინარე ელექტროენერგიის მიწოდება დღეს თბილისის არცერთ რაიონს არ შეეზღუდება.”–ნათქვამია კომპანია თელასის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გეგმიური სამუშაოების ჩატარება დაგეგმილი იყო ნაძალადევის რაიონში, ისნის რაიონში, ჩუღურეთში, გლდანში, დიდუბეში და თბილისის სხვა უბნებში.

 

 

Leave a Reply