თელასის 2015 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები

თელასის 2015 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია „თელასმა“ 2015 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
2015 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1 მილიარდ 206,5 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 9,6% (105,7 მლნ. კვტ*სთ-ით) აღემატება 2014 წლის პირველ ნახევარში მოხმარების მოცულობას (1 მილიარდ 100,8 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ეკონომიკის და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.

2014 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 2015 წლის იგივე პერიოდში 8,9%-ით (93,5 მლნ. კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 1 მილიარდ 141,1 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა.

სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2015 წლის 6 თვეში 2014 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 3,1%-ით (16,5 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 549 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 497,3 ათასი – ფიზიკური პირია, ხოლო 51,7 ათასი – იურიდიური პირი.

2015 წლის 6 თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 719 კმ შეადგინა, რაც 6,3%-ით (279 კმ-ით) აღემატება 2014 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს (4 440 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

Leave a Reply