Tag Archives: #გაზიფიცირება

მთისპირისა და ჯუმათის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების სრული გაზიფიცირება მოხდება

ოზურგეთში, მთისპირისა და ჯუმათის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების სრული გაზიფიცირება მოხდება. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობამ N1716 განკარგულებაში უკვე შეიტანა. მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი, უკანავა მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულიდან, ხოლო ჯუმათი, ძირიჯუმათი, ბოგილი, იანეთი ჯუმათის ადმინისტრაციული ერთეულიდან მთავრობის განკარგულების თანახმად სრულად გაზიფიცირდება. განკარგულებაში ასევე დამატებულია გოგიეთი და დვაბზუს ნასაკირალის უბანი.

Read More »
ავარიის გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდა

მარნეულის გაზიფიცირება გრძელდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოში გაზგამანაწილებელი ქსელი ჩაირთო. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქსელის მშენებლობა კომპანია „SOCAR Georgia Gas“-მა განახორციელა, რომლის ფარგლებშიც 12.7 კმ გაზსადენი მოეწყო. გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობა 227 პოტენციურ აბონენტს ექნება. მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეის მონაცემებით სულ რეგისტრირებულია 30 166 აქტიური აბონენტი, რაც მარნეულში გაზიფიცირების 84% შეადგენს.

Read More »

“სოკარმა” 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა საქართველოს გაზიფიცირებაში

საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) ინვესტიციების უმეტესობა მიმართულია ქვეყნის გაზიფიცირებაზე. მასში ჩადებული თანხა 300 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. ხსენებულის შესახებ “სოკარის” პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა. მისივე სიტყვებით, 300 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია უკვე განხორციელდა სხვადასხვა რეგიონების გაზიფიცირებაში. “საქართველოს მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს აღნიშნულ სფეროში მსხვილ ინვესტიციებს. ზოგიერთ სოფელში გაზის მიწოდებას შესაძლოა არც კი ჰქონდეს ეკონომიკური სარგებელი, თუმცა, მსგავს შემთხვევებში ...

Read More »

მარნეულში კიდევ ერთი სოფელი გაზიფიცირდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ილმაზლო გაზიფიცირდა – სამუშაოების დასრულებისა და მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის პროცესს ადგილზე პირადად გაეცნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, კომპანია სოკარის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი, სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალური დირექტორი, მაირ მამედოვი და სხვა ოფიციალური პირები. კომპანია სოკარი საქართველოს მთავრობასთან ერთად, წლების განმავლობაში, ახორციელებს საქართველოს რეგიონების გაზიფიცირებისთვის საჭირო ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასმა ფსიქოლოგიური $900-იანი ნიშნული გადალახა და $1000-ს სწაფად უახლოვდება

ევროპაში გაზის ფასმა 15 სექტემბერს 1000 კუბურ მეტრზე 950 აშშ დოლარს გადააჭარბა. ოქტომბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 969 აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ევროპულ მიწისქვეშა გაზსაცავებში (UGS) შენახულია 10-15 მილიარდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, იმაზე გაცილებით ნაკლები ვიდრე საჭიროა კომფორტული ზამთრის სეზონისთვის. Fitch-ის ბუნებრივი რესურსებისა და ნედლი პროდუქტების ჯგუფის დირექტორმა დიმიტრი მარინჩენკოს სიტყვებით, გაზსადენ ...

Read More »

4000-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

„თბილისი ენერჯის“ცნობით, ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, აბონენტების ახალ გაზსადენზე გადართვის გამო 4000-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. „16 სექტემბერს 09:00 საათზე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება ც.დადიანის ქ.34-ში მდებარე კორპუსების, ც. დადიანის ქ. 106/კავთისხევის ქ. 19ა, ც. დადიანის ქ. 141, 142, 144/14, 145, 148, 152, 154, 156, 160, 193-195-197, 203, 229, 261, 263, 265-267 (ლ.დ. დეველოპმენტი”-ს, შპს ,,კომფორტ პლიუსი”-ს, შპს ,,მოდერნ ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქუთაისი-სოხუმის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მიმდინარე წლის 15-16 სექტემბერს, ქუთაისი-სოხუმის D-500მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 15 სექტემბრის 05:00-დან 16 სექტემბრის 17:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დაბა ჩხოროწყუს. „დაგეგმილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე 15 სექტემბრის 15:00-დან 16 სექტემბრის 17:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: რიყე, ნაწულუკუ, ტყაია, ზედა ეწერი, ...

Read More »

ნათია თურნავა: გურიაში აქტიურად ვაგრძელებთ როგორც გაზიფიცირების პროცესს, ასევე ეკო და აგროტურიზმის ხელშეწყობის პროგრამებს

მინისტრის ინფორმაციით, გურიაში აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიკაცია და ორმოცამდე დასახლებული პუნქტი, სადაც დაახლოებით 17 000 ოჯახი ცხოვრობს, მიმდინარე სამწლიან პერიოდში გაზიფიცირდა. „ამ ოჯახების უმეტესობა ან უკვე სარგებლობს ბუნებრივი აირით, ან ქსელზე დაერთდება ამ დღეებში. გაზიფიცირების პროცესს ვაგრძელებთ და მოსახლეობას მივეცით პირობა, რომ უახლოესი სამწლიანი გეგმის ფარგლებში, მაგალითად, ოზურგეთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფლები ასი პროცენტით იქნება გაზიფიცირებული. ასევე ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ სამუშაოებს ჩოხატაურის ...

Read More »
ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებს

“გაზპრომი” აფხაზეთის გაზიფიცირებას იწყებს

რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Gazprom-ი აფხაზეთის გაზიფიცირებას იწყებს. პროექტი 1 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ინფორმაციას აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობა ავრცელებს. ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები პეტერბურგში Gazprom-ისა და Gazprom Promgaz-ის მენეჯმენტს შეხვდნენ და გაზმომარაგებისა და გაზიფიცირების გენერალური სქემის შემუშავებაზე იმსჯელეს. უახლოეს მომავალში აფხაზური მხარე მიიღებს ტექნიკური დავალების, შეთანხმებისა და გზის რუკის პროექტებს. ზოგადი სქემის შემუშავებისათვის თანხები ივლისში აფხაზეთის სოციალურ და ეკონომიკური განვითარების დახმარების ...

Read More »

4 000–მდე აბონენტს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

გლდანის რაიონში, ერთერთი სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში აუცილებელია თბილისი ენერჯის კუთვნილი გაზსადენის რეკონსტრუქცია. სამუშაოების მიმდინარეობისას ხვალ, 20 აგვისტოს 10:00 დან საღამოს 17:00 საათამდე გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 4000-მდე აბონენტს. კერძოდ, გლდანის VII მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მიმდებარედ – ხიზანიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და მცირე კომერციულ ობიექტებს. გაზმომარაგება სრულად აღდგება 22:00 სთ-მდე.

Read More »