მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოში გაზგამანაწილებელი ქსელი ჩაირთო. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქსელის მშენებლობა კომპანია „SOCAR Georgia Gas“-მა განახორციელა, რომლის ფარგლებშიც 12.7 კმ გაზსადენი მოეწყო.
გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობა 227 პოტენციურ აბონენტს ექნება.
მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეის მონაცემებით სულ რეგისტრირებულია 30 166 აქტიური აბონენტი, რაც მარნეულში გაზიფიცირების 84% შეადგენს.