მარნეულში კიდევ ერთი სოფელი გაზიფიცირდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ილმაზლო გაზიფიცირდა – სამუშაოების დასრულებისა და მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის პროცესს ადგილზე პირადად გაეცნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, კომპანია სოკარის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი, სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალური დირექტორი, მაირ მამედოვი და სხვა ოფიციალური პირები.

კომპანია სოკარი საქართველოს მთავრობასთან ერთად, წლების განმავლობაში, ახორციელებს საქართველოს რეგიონების გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოებს. სოფელ ილმაზლოს ბუნებრივი აირით მომარაგება აღნიშნული პროექტის წარმატების ნათელი მაგალითია.

სოფელში, ახალი პროექტის გაშვების შედეგად, ბუნებრივი აირი დამატებით 227 აბონენტმა მიიღო. მხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით სოკარმა 821 კილომეტრის გაზგამანაწილებელი ქსელი ააშენა და ბუნებრივი აირით უზრუნველყო 18257 მომხმარებელი.

Leave a Reply