Tag Archives: #უკრაინა

უკრაინის გავლით ევროპას ყოველდღიურად 109 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი რუსული გაზი მიეწოდება

უკრაინის სატრანზიტო დერეფნის დატვირთვა კვლავაც მაღალ დონეზე რჩება. ქვეყნის გავლით რუსეთიდან ევროპას ყოველდღიურად 109 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი მიეწოდება (40 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში). აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ როგორც “გაზპრომის”, ისე უკრინის გაზის ტრანსპორტირების ოპერატორის წარმომადგენლები. ამ უკანასკნელის მიერ გაცხადებული მონაცემებით დასტურდება, რომ დღიური ნომინაციები დაახლოებით 109,4 მლნ კუბურ მეტრს შეადგენს.

Read More »

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დენით მომარაგება განახლდა

უკრაინის ეროვნულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ „უკრენერგომ“ დაასრულა სარემონტო სამუშაოები და განაახლა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დენით მომარაგება. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „უკრენერგოს“ ტელეგრამის არხზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელმა სპეციალისტებმა დაასრულეს სარემონტო სამუშაოები და აღადგინეს ელექტროენერგიის მიწოდება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და ქალაქ სლავუტიჩზე.  

Read More »

ჩერნობილში ერთი მონაკვეთი ამ დრომდე გარემონტდა, თუმცა ელექტრომომარაგება არ აღუდგენიათ

რუსი ოკუპანტების მიერ დაზიანებული ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ელექტრო ქსელს ტექნიკოსები არემონტებენ. ამის შესახებ ატომური ელექტროსადგურის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა. ერთი მონაკვეთი ამ დრომდე გარემონტდა. თუმცა ელექტრომომარაგება არ აღუდგენიათ. ეს მიუთითებს ქსელის დაზიანებაზე სხვაგან. „სარემონტო სამუშაოები გაგრძელდება, მიუხედავად ატომური ელექტროსადგურის მიღმა არსებული ვითარებისა“, – განაცხადა გროსიმ.

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

G7 რუსეთს მოუწოდებს, უკრაინაში არსებულ ობიექტებზე კონტროლი კიევს დაუბრუნოს

G7–ის წევრი ქვეყნების (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, აშშ, საფრანგეთი და იაპონია) ენერგეტიკის მინისტრები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ ბირთვულ ობიექტებზე კონტროლი კიევს დაუბრუნოს, ასევე შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებების ამ ობიექტების სიახლოვეს. „მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ნებისმიერი ძალის გამოყენება უკრაინაში არსებულ ბირთვულ ობიექტებზე და მათ სიახლოვეს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ყველა ბირთვული ობიექტი კიევის კონტროლს დაუბრუნდეს“, – ნათქვამია განცხადებაში

Read More »

რუსებმა კახოვკის წყალსაცავის სანაპირო დანაღმეს, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან მდებარეობს

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან მდებარე კახოვკის წყალსაცავის სანაპირო დანაღმეს. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები განიხილავენ, რომ ატომური ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია დროებით ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასს მიაწოდონ. როგორც ცნობილია, ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა განაახლა სარემონტო სამუშაოები 1-ელ ბლოკზე, მაგრამ რუსული ჯარების მიერ ატომური ელექტროსადგურის და მიმდებარე ტერიტორიის ოკუპაციის გამო, ამჟამად ადგილზე საჭირო სათადარიგო ნაწილებისა მიწოდებისა და პერსონალის მიყვანა შეუძლებელია. შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ...

Read More »

რაში სჭირდება რუსეთს ჩერნობილზე კონტროლი

ცოტა რამ არის ისეთი საყურადღებო, როგორიც ეს ჩერნობილია — 1986 წლის მომაკვდინებელი ბირთვული კატასტროფის ადგილი. შესაბამისად, შეშფოთება გამოიწვია რუსეთის მიერ ჩერნობილზე შეტევამაც. ჩნდება შეკითხვა, რატომ არის ჩერნობილი რუსების ერთ-ერთი პირველი სამიზნე. მიუხედავად იმისა, რომ სრული პასუხი შესაძლოა მხოლოდ მოსკოვის მაღალჩინოსნებმა იცოდნენ, აღსანიშნავია, რომ ეს უკრაინის დედაქალაქის — კიევისკენ მიმავალი ერთ-ერთ ყველაზე პირდაპირი გზაა. “ეს ლოკაცია მნიშვნელოვანია იმის გამო, თუ სად ...

Read More »

პუტინს სურს, მძევლად ჰყავდეს ევროპული ერები რუსული ნავთობითა და გაზით – სტოლტენბერგი

ჩვენი გზავნილი პრეზიდენტ პუტინისთვის მკაფიოა, შეაჩერე ეს ომი, გაიყვანე შეიარაღებული ძალები და ჩაერთე დიპლომატიაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოტავას უსაფრთხოებისა და თავდაცვის კონფერენციაზე სიტყვით მიმართვისას განაცხადა. „პრეზიდენტმა პუტინმა შეარყია ევროპის უსაფრთხოება. რუსეთმა დაარღვია მშვიდობა ევროპაში. პრეზიდენტმა პუტინმა წამოიწყო სასტიკი ომი, მშვიდობიანი სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ. მხოლოდ იმიტომ, რომ ის მიდრეკილია, აირჩიოს საკუთარი გზა – დემოკრატიისა და თავისუფლების ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ რუსების მიერ დაპყრობილ ზაპოროჟიის აეს–თან კავშირი დაკარგა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის (აეს) შემდეგ ზაპოროჟიის აეს–თანაც დაკარგა კავშირი, რომელიც ასევე რუსეთის საოკუპაციო ჯარების ხელშია. ამის შესახებ RBC-Ukraine ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს. საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მარიანო გროსიმ განაცხადა, რომ შეშფოთებულია კავშირის დაკარგვით, ვინაიდან ობიექტზე ბევრია გადამუშავებული და ახალი საწვავი და ბირთვული მასალები. მონაცემთა მიწოდების შეწყვეტის მიზეზები დაუდგენელია. წყარო: “კომერსანტი”

Read More »

ბელარუსი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში სპეციალისტებს გზავნის

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში (ChNPP) სპეციალისტებს გაგზავნის. ლუკაშენკოს თქმით, “სპეციალისტები” ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში “ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით გაემგზავრებიან”. „ენერგეტიკის მინისტრს დაევალა ამ სამუშაოების ორგანიზება, რათა ელექტროენერგია დაუყოვნებლივ აღდგეს. ელექტროსისტემა იქ საბჭოთა პერიოდის მერე არ შეცვლილა“, – განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დღიდან ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი მოიპოვეს.

Read More »

“გერმანია მთავარი მოწინააღმდეგეა რუსეთის ენერგეტიკის სექტორის მიმართულებით დასავლეთის სანქციების გაფართოების საკითხში”

გამოცემა “ბლუმბერგის” ინფორმაციით, რუსეთის უმსხვილესი ბანკისა და ენერგეტიკის სექტორის მიმართულებით დასავლეთის სანქციების გაფართოების საკითხში გერმანია მთავარი მოწინააღმდეგეა. გამოცემა „ბლუმბერგის”ინფორმაციით, რუსეთის უმსხვილესი ბანკისა და ენერგეტიკის სექტორის მიმართულებით დასავლეთის სანქციების გაფართოების საკითხში გერმანია მთავარი მოწინააღმდეგეა. ოფიციალური ბერლინი SWIFT-ისგან მოწყვეტილი რუსული ფინანსური ინსტიტუტების სიის გაფართოების და ამ სიაში Sberbank ის დამატების წინააღმდეგია. ამის შესახებ არაერთი დიპლომატი საუბრობს და ამას მოწმობს დოკუმენტებიც, რომელსაც „ბლუმბერგი” ...

Read More »