რუსი ოკუპანტების მიერ დაზიანებული ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ელექტრო ქსელს ტექნიკოსები არემონტებენ.
ამის შესახებ ატომური ელექტროსადგურის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა.
ერთი მონაკვეთი ამ დრომდე გარემონტდა. თუმცა ელექტრომომარაგება არ აღუდგენიათ. ეს მიუთითებს ქსელის დაზიანებაზე სხვაგან.
„სარემონტო სამუშაოები გაგრძელდება, მიუხედავად ატომური ელექტროსადგურის მიღმა არსებული ვითარებისა“, – განაცხადა გროსიმ.