რუსებმა კახოვკის წყალსაცავის სანაპირო დანაღმეს, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან მდებარეობს

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან მდებარე კახოვკის წყალსაცავის სანაპირო დანაღმეს.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები განიხილავენ, რომ ატომური ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია დროებით ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასს მიაწოდონ.

როგორც ცნობილია, ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა განაახლა სარემონტო სამუშაოები 1-ელ ბლოკზე, მაგრამ რუსული ჯარების მიერ ატომური ელექტროსადგურის და მიმდებარე ტერიტორიის ოკუპაციის გამო, ამჟამად ადგილზე საჭირო სათადარიგო ნაწილებისა მიწოდებისა და პერსონალის მიყვანა შეუძლებელია.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა სამხედროებმა 4 მარტს ჯერ დაბომბეს, შემდეგ კი დაიკავეს.

Leave a Reply