ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის (აეს) შემდეგ ზაპოროჟიის აეს–თანაც დაკარგა კავშირი, რომელიც ასევე რუსეთის საოკუპაციო ჯარების ხელშია.
ამის შესახებ RBC-Ukraine ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მარიანო გროსიმ განაცხადა, რომ შეშფოთებულია კავშირის დაკარგვით, ვინაიდან ობიექტზე ბევრია გადამუშავებული და ახალი საწვავი და ბირთვული მასალები. მონაცემთა მიწოდების შეწყვეტის მიზეზები დაუდგენელია.
წყარო: “კომერსანტი”