უკრაინის სატრანზიტო დერეფნის დატვირთვა კვლავაც მაღალ დონეზე რჩება. ქვეყნის გავლით რუსეთიდან ევროპას ყოველდღიურად 109 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი მიეწოდება (40 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში).
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ როგორც “გაზპრომის”, ისე უკრინის გაზის ტრანსპორტირების ოპერატორის წარმომადგენლები.
ამ უკანასკნელის მიერ გაცხადებული მონაცემებით დასტურდება, რომ დღიური ნომინაციები დაახლოებით 109,4 მლნ კუბურ მეტრს შეადგენს.