G7–ის წევრი ქვეყნების (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, აშშ, საფრანგეთი და იაპონია) ენერგეტიკის მინისტრები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ ბირთვულ ობიექტებზე კონტროლი კიევს დაუბრუნოს, ასევე შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებების ამ ობიექტების სიახლოვეს.
„მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ნებისმიერი ძალის გამოყენება უკრაინაში არსებულ ბირთვულ ობიექტებზე და მათ სიახლოვეს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ყველა ბირთვული ობიექტი კიევის კონტროლს დაუბრუნდეს“, – ნათქვამია განცხადებაში