Tag Archives: #საწვავი

ეროვნული ბანკი: ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საწვავის გაძვირებაა

თვის მიმოხილვაში ეროვნული ბანკი ორნიშნა ინფლაციის მიზებს განმარტავს და მთავარ ფაქტორად საწვავის ფასის ზრდას ასახელებს, რომელიც ბოლო 1 წელიწადში 57%-ით გაძვირდა. ბენზინის გაძვირებამ საერთო ინფლაცია 2.1%-ით გაზარდა. კომუნალური გადასახადების გავლენა ინფლაციაზე 1.7 პროცენტით აისახა. ამის მიზეზი, მეტწილად, კომუნალურ გადასახადების სუბსიდირების დასრულება და ასევე გარკვეული კომუნალური გადასახადის ზრდაა. ინფლაციაში გაძვირებული წყლისა და ბუნებრივი გაზის გადასახადი აისახა, ელექტოენერგიის კი არა. იანვრიდან 1 ...

Read More »

ეროვნული ბანკი: წინა წელთან შედარებით, საწვავი 56.9%-ით გაძვირდა

ეროვნული ბანკი ივლისის თვის მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შესარებით, საწვავის ფასი 56.9%-ითაა გაზრდილი. მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობზე ფასების ზრდისა და მეორეს მხრივ, ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ერთი წლის განმავლობაში საწვავის ფასი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქართველო ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის ივლისთან შედარებით ბენზინი 56.9 ...

Read More »
საქართველოში საწვავის იმპორტი 12,3%-ით გაიზარდა

რამ წაახალისა საქართველოში დიზელის კონტრაბანდა

საქართველოში საწვავი, განსაკუთრებით კი, დიზელი, 100%-ით ძვირი ღირს, ვიდრე მოსაზღვრე აზერბაიჯანში. მართალია, ეს ნავთობის მომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა და ფასიც დიდწილად ამით არის განპირობებული. ფასების ასეთი მკვეთრი სხვაობა ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის წინაპირობას ქმნის, რისი კონტროლიც რეალურად შეუძლებელია.  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ,,კომერსანტთან“ ადასტურებს, რომ აზერბაიჯანიდან აღურიცხავი საწვავის, განსაკუთრებით, დიზელის შემოტანის ფაქტები გახშირდა. ,,აზერბაიჯანიდან არალეგალური დიზელის საწვავის შემომტანი არიან ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი იზრდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2021 წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 631.4 ათასი ტონა, რაც 23.1 ათასი ტონით ანუ 3.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (608.3 ათასი ტონა) შედარებით და 50,1 ათასი ტონით ანუ 8,6%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (581,3 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის,  2021 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ევროპის ქვეყნებში საწვავის ფასების მიმოხილვას აქვეყნებს: ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,02 ევროთი/ლიტრაზე, A-98  მარკის ბენზინი – 0,03 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი – 0,02 ევროთი/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. 26 აგვისტოს მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 ...

Read More »

საქართველოში საწვავის ფასი ახალ ანტირეკორდს ამყარებს

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში სანავთობო ბაზარზე ფასები შედარებით სტაბილურადაა, ხოლო ლარის გაცვლითი კურსი დოლართან გამყარდა, საწვავის ფასი ქვეყანაში ისევ იზრდება, რაზეც არსებული მონაცემებიც მეტყველებს. გასული ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ყველა ტიპის საწვავზე ფასები გაზრდილია, თუმცა სხვადასხვა პროცენტულობით. საბოლოო ჯამში, ფასების საშუალო თვიური ზრდა 8.7%-ია. რაც შეეხება კონკრეტულად საწვავის ტიპებს. ერთ თვეში Regular 92 ტიპის ბენზინზე ფასი 2.62%- ...

Read More »
ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანი მზადაა ლიბანს დამატებითი საწვავი მიაწოდოს

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ის მზად არის ლიბანს დამატებითი საწვავი მიაწოდოს. ამის შესახებ Aljazeera იუწყება. როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა საიდ ჰათიბზადემ განაცხადა, თეირანი დაეხმარება ლიბანს, რომ მან საწვავის კრიზისი მოაგვაროს. „ჩვენ ნავთობს და ნავთობპროდუქტებს საკუთარი გადაწყვეტილებების შესაბამისად ვყიდით და ჩვენი მეგობრების საჭიროების შესაბამისად. მზად ვართ ბეირუთში საწვავის დამატებითი პარტია გავაგზავნოთ“ – განაცხადა ჰათიბზადემ. ლიბანში ამჟამად მწვავე ეკონომიკური კრიზისია. ქვეყანაში საწვავის ...

Read More »
საქართველოში საწვავის იმპორტი 12,3%-ით გაიზარდა

„თალიბანის“ თხოვნით, ირანმა ავღანეთში საწვავის ექსპორტი განაახლა

„თალიბანის“ თხოვნის საფუძველზე, ირანმა ავღანეთში საწვავის ექსპორტი განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის ნავთობის, გაზისა და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტიორთა კავშირი ავრცელებს. გასულ კვირას, ავღანეთში ერთი ტონა საწვავის ფასმა 900 დოლარს მიაღწია. ფასების მატების შესაკავებლად, თალიბებმა ირანის ხელისუფლებას თხოვნით მიმართეს, მოვაჭრეებისთვის საზღვრები ღია დაეტოვებინა. „თალიბანმა“ ირანს შეტყობინება გამოუგზავნა, რომელშიც ნათქვამია: „შეგიძლიათ გააგრძელოთ ნავთობპროდუქტების ექსპორტი“, – განაცხადეს ირანის ნავთობის, გაზისა და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტიორთა ...

Read More »

საქართველოში საწვავი ფასი კვლავ გაიზარდა

საქართველოს ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი კვლავ გაიზარდა. რეგულარის ტიპის საწვავის ფასმა ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე უკვე გადააჭარბა 3 ლარის ნიშნულს. ხოლო, პრემიუმის ღირებულება 3 ლარს უკვე რამდენიმე თვეა აღემატება. ფასის მატების მთავარ მიზეზად, მსოფლიოს მასშტაბით საწვავის გაძვირება სახელდება. დღეის მდგომარეობით, „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი “პრემიუმის” ფასი 3.15 ლარია, ხოლო “რეგულარის” 3.02 ლარი. “ვისოლის” ავტოგასამართ სადგურებზე კი 1 ლიტრი”პრემიუმის” ფასი 3.15 ლარია, “რეგულარის” ...

Read More »

ინდონეზიაში საწვავზე მომუშავე მოტოციკლებს ელექტრომობილებად გადააკეთებენ

დღეიდან ინდონეზიაში შიდა წვის ძრავზე მომუშავე მოტოციკლების ელექტრომობილებად გადაკეთების საპილოტე პროექტი ჩაუშვეს. საწყის ეტაპზე 10 მოტოციკლი გადააკეთეს, რაც წარმატებით დასრულდა, ხოლო ნოემბრისთვის კიდევ 90-ს გადააკეთებენ. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რასაც Reuters ავრცელებს. პროექტი ინდონეზიის ეროვნული სტრატეგის ნაწილია, რომ ტრანსპორტი ეკოლოგიურად რაც შეიძლება სუფთა დარგი გახდეს. მთავრობის მიზანია, 2030 წლისთვის ქუჩებში 13 მილიონი ელექტრომოტოციკლი, მათ შორის გადაკეთებულიც და ...

Read More »