“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ევროპის ქვეყნებში საწვავის ფასების მიმოხილვას აქვეყნებს:
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,02 ევროთი/ლიტრაზე, A-98 მარკის ბენზინი – 0,03 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი – 0,02 ევროთი/ლიტრაზე.
ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.
26 აგვისტოს მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1.95 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2.03 ევროს, დიზელის საწვავი – 1,57 ევროს; პორტუგალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,73 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,77 ევროს, დიზელის საწვავი – 1,52 ევროს; იტალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,69 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.89 ევროს, დიზელის საწვავი – 1,55 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი – 0,53 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,58 ევრო , A-98 მარკის ბენზინი – 0,67 ევრო, დიზელის საწვავი – 0,58 ევროს.
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ:
სომხეთში – 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს – 0,80 ევროს, A-95 მარკის ბენზინი 0,82 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,85 ევროს , დიზელის საწვავი – 0,78 ევროს;
აზერბაიჯანში – A-92 მარკის ბენზინი -0,50 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,73 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,80 ევროს; დიზელის საწვავი – 0,40 ევროს;
უკრაინაში – A-92 მარკის ბენზინი – 0,93 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,96 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.02 ევროს, დიზელის საწვავი – 0,90 ევროს;
თურქეთში – A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,79 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,85 ევროს, დიზელის საწვავი – 0,74 ევროს.
მოლდავეთში – A-92 მარკის ბენზინი – 0,96 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,98 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0.98 ევროს, დიზელის საწვავი – 0,79 ევროს.
ცნობისათვის, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს – A-92 მარკის ბენზინი -0,82 ევროს , A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,86 ევროს , A-98 მარკის ბენზინი – 0,89 ევროს ; დიზელის საწვავი – 0,81 ევროს;
დეტალურად საწვავის ფასები ევროპის ქვეყნეში იხილეთ ქვევით მოცემულ ცხრილში
( 26 აგვისტოს მდგომარეობით):
ქვეყანა | ბენზინი 92 | ბენზინი 95 | ბენზინი 98 | დიზელი |
რუსეთი | 0,53 ევრო | 0,58 ევრო | 0,67 ევრო | 0,58 ევრო |
აზერბაიჯანი | 0,50 ევრო | 0,73 ევრო | 0,80 ევრო | 0,40 ევრო |
თურქეთი | 0,79 ევრო | 0,85 ევრო | 0,74 ევრო | |
სომხეთი | 0.80 ევრო | 0,82 ევრო | 0,85 ევრო | 0,78 ევრო |
უკრაინა | 0,93 ევრო | 0,96 ევრო | 1.02 ევრო | 0,90 ევრო |
მოლდავეთი | 0,95 ევრო | 0,98 ევრო | 1,00 ევრო | 0,79 ევრო |
ლიტვა | 1,30 ევრო | 1,41 ევრო | 1,19 ევრო | |
ლატვია | 1,32 ევრო | 1,38 ევრო | 1,22 ევრო | |
ესპანეთი | 1,48 ევრო | 1,55 ევრო | 1,41 ევრო | |
ნორვეგია | 1,56 ევრო | 1,65 ევრო | 1,47 ევრო | |
საფრანგეთი | 1,57 ევრო | 1,65 ევრო | 1,44 ევრო | |
გერმანია | 1,61 ევრო | 1,91 ევრო | 1,38 ევრო | |
საბერძნეთი | 1,68 ევრო | 1,86 ევრო | 1,40 ევრო | |
იტალია | 1,69 ევრო | 1.89 ევრო | 1,55 ევრო | |
ნიდერლანდები | 1,95 ევრო | 2,03 ევრო | 1,57 ევრო |