ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2021 წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 631.4 ათასი ტონა, რაც 23.1 ათასი ტონით ანუ 3.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (608.3 ათასი ტონა) შედარებით და 50,1 ათასი ტონით ანუ 8,6%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (581,3 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2021 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 315.4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 316 ათასი ტონა.
კატეგორიების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი – 205,2 ათასი ტონა (65,1%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი – 104,1 ათასი ტონა (33,0%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი – 6,1 ათასი ტონა (1,9%);
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან – 143,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 131 ათასი ტონა – 20,7%; რუსეთი – 123,4 ათასი ტონა – 19,5%; აზერბაიჯანი – 114,3 ათასი ტონა – 18,1%; ბულგარეთი – 92,0 ათასი ტონა – 14,6%; საბერძნეთი – 13,9 ათასი ტონა – 2,2%; თურქეთი – 8,7 ათასი ტონა – 1,4%; ყაზახეთი – 2,5 ათასი ტონა – 0,4% და სხვ.