საქართველოში საწვავი ფასი კვლავ გაიზარდა

საქართველოს ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი კვლავ გაიზარდა.

რეგულარის ტიპის საწვავის ფასმა ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე უკვე გადააჭარბა 3 ლარის ნიშნულს. ხოლო, პრემიუმის ღირებულება 3 ლარს უკვე რამდენიმე თვეა აღემატება. ფასის მატების მთავარ მიზეზად, მსოფლიოს მასშტაბით საწვავის გაძვირება სახელდება.

დღეის მდგომარეობით, „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი “პრემიუმის” ფასი 3.15 ლარია, ხოლო “რეგულარის” 3.02 ლარი. “ვისოლის” ავტოგასამართ სადგურებზე კი 1 ლიტრი”პრემიუმის” ფასი 3.15 ლარია, “რეგულარის” – 3.02 ლარი.

“ლუკოილის” ბეზნინგასამართ ქსელში “პრემიუმის” ფასი 3.05 ლარია, “რეგულარის” – 2.93 ლარი.

“რომპეტროლის” “პრემიუმის” ფასი 3.15 ლარია, “რეგულარის” – 3.03 ლარი.

“გალფის” ბეზნინგასამართ ქსელში “პრემიუმის” ფასი 3.17 ლარია, “რეგულარის” – 3.07 ლარი.

რა ღირს ამჟამად საწვავი ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე იხილეთ ქვემოთ:

 

 

 

 

შექმნილ ვითარებაში, სპეციალისტები გამოსავალს „მცურავი აქციზის“ დაწესებაში ხედავენ. მათი ნაწილი კი აცხადებს, რომ ბენზინზე ფასების ზრდას შესაჩერებლად აქციზის გადასახადის განახევრებაა საჭირო.

წყარო: report.ge

Leave a Reply