შპს „ენგურჰესს“, სს „ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და შპს „ენგური ატრაქციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულება ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტურისტული პოტენციალის ათვისებასა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ, სს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა და შპს „ენგური ატრაქციის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ანთიძემ. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ესწრებოდა. ...
Read More »