უკრაინა-რუსეთის საზღვრისპირა რაიონებში არსებულ ვითარებაზე, იმაზე თუ რამდენად ეხმარებიან უკრაინას ნატო და დასავლელი პარტნიორები ქვეყნის შეიარაღებული ძალების მშენებლობაში და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მოსკოვმა კიევის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს, “ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, ვლადიმერ ფესენკოს ესაუბრა. – ბატონო ვლადიმერ, ვხედავთ, რომ უკიდურესად იძაბება ვითარება პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე რუსეთი კვლავ ახდენს თავისი სამხედრო ძალების კონცენტრაციას, ფეთქებადსაშიში რჩება ვითარება დონბასში. ყარაბაღის მეორე ომის ...
Read More »Tag Archives: #გაზსადენი
პოლონეთის პრემიერი – პოლონეთი საჭიროდ თვლის, დაუყოვნებლივ შეჩერდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი
პოლონეთი საჭიროდ თვლის, დაუყოვნებლივ შეჩერდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი და აპირებს, ამ ნაბიჯის გადადგმისკენ გერმანიის მომავალ კანცლერს, ოლაფ შოლცს მოუწოდოს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ გერმანულ „ბილდთან“ საუბარში განაცხადა. „ჩვენ ახლა პოლონეთში ევროკავშირის საზღვრებს ვიცავთ. თუ უფრო ფართო პერსპექტივაზეა საუბარი, მაშინ ერთად ვიმუშაოთ მშვიდობისთვის და არ მივცეთ ვლადიმირ პუტინს დამატებითი თანხები, რომლითაც მას შეუძლია გააგრძელოს შეიარაღება“, – აღნიშნა მორავიეცკიმ. მანამდე, 16 ნოემბერს, ქსელების თაობაზე ფედერალურმა სააგენტომ (BNetzA) ...
Read More »ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის ტრანზიტი 46%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 28,433,000,000 კუბური მეტრიბუნებრივი აირი გადატვირთეს, რაც 20,4%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, ქვეყნის მაგისტრალური გაზსადენებით სატუმბი გაზის საერთო მოცულობაში, 50,5% მოდის ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენზე (სამხრეთ კავკასიის გაზსადენი). საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მილსადენით 14 365 000 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნა ტრანსპორტირებული, რაც 45,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
Read More »ევროპაში გაზის ფასი ზრდას განაგრძობს
ევროპაში გაზის ფასი გასული სავაჭრო დღის განმავლობაში 4%-ით გაიზარდა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. დეკემბრის გაზის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 983 აშშ დოლარი შეადგინა. გაძვირების მიზეზი, შესაძლოა, ნორვეგიიდან ევროპაში გაზის მიწოდების ნომინაციების შემცირება იყოს. დღის განმავლობაში ისინი 10%-ზე მეტით შემცირდა – 310,9 მლნ კუბურ მეტრამდე. შეგახსენებთ, რომ გერმანულმა მარეგულირებელმა შეაჩერა “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” სერთიფიცირების პროცესი. ზოგადად, ფასების მატების ...
Read More »გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა
გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა. როგორც მარეგულირებელი ორგანოს მიერ გავრცლებულ განცხადებაშია აღნიშნული, რუსული გაზსადენის მმართველი კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ სერტიფიცირების პროცესი შეჩერდება, ვიდრე გაზსადენის ოპერატორი კომპანია სრულად არ მოექცევა გერმანიის საკანონმდებლო ჩარჩოში. მანამდე რუსული გაზსადების ოპერატორმა კომპანიამ, რომელიც შვეიცარიაშია დარეგისტრირებული, შექმნა ახალი შვილობილი კომპანია, რომელიც გაზსადენის იმ მხოლოდ იმ ნაწილს გაუწევს ოპერირებას, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზე გადის. ...
Read More »ზელენსკიმ აშშ-ის სენატორებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ სანქციებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სენატორებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ სანქციებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორი კომპანიის მიმართ. „გაზით ევროპის შანტაჟი სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს, „დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერში. „ჩვენ წარმომადგენელთა პალატის მადლობელი ვართ თავდაცვის ხარჯების შესახებ კანონპროექტში შესწორებების შეტანისთვის, რაც გააჩერებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს. სენატში უკრაინისა და ევროკავშირის ყველა მეგობარს მოვუწოდებთ, მხარი დაუჭიროს ამ შესწორებებს…“ შესწორებები, რომლებსაც ახსენებს უკრაინის პრეზიდენტი, ითვალისწინებს ...
Read More »ლუკაშენკოს მუქარის კვალდაკვალ იამალი – ევროპის გაზსადენით გერმანიაში რუსული გაზის მიწოდება დღეს 40%-ით შემცირდა
იამალ-ევროპის მილსადენით პოლონეთის გავლით გერმანიაში რუსული გაზის მიწოდება დღეს, დაახლოებით, 40%-ით შემცირდა, ხოლო უკრაინის გავლით სტაბილურია და რჩება ოთხშაბათისა და ხუთშაბათის მოცულობის დონეზე. ამის შესახებ გერმანული გაზის ტრანსპორტირების ოპერატორის – Gascade-ისა და “უკრაინის ოპერატორ GTS”-ის დღევანდელი მონაცემიდან ირკვევა. იამალი-ევროპის გაზსადენი, “ჩრდილოეთ ნაკად-2-“სა და უკრაინის გაზის სისტემასთან ერთად, არის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი რუსული მილსადენით ევროპაში გაზის მიწოდებისთვის. ორი ათას კილომეტრზე მეტი ...
Read More »ევროკავშირის მხრიდან სანქციების შესაძლო გაფართოების ფონზე, ლუკაშენკო ევროკავშირს ევროპაში გაზის ტრანზიტის გადაკეტვით ემუქრება
ევროკავშირის მხრიდან სანქციების შესაძლო გაფართოების ფონზე, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ევროკავშირს ევროპაში გაზის ტრანზიტის გადაკეტვით ემუქრება. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ევროპას ვათბობთ და კიდევ გვემუქრებიან, რომ საზღვარს დახურავენ. ბუნებრივი აირის მიწოდება რომ გადავუკეტოთ? ამიტომაც პოლონეთს, ლიეტუვასა და სხვა უჭკუოებს ვურჩევდი, კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე რამეს იტყვიან“, – აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ. 10 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ...
Read More »გაზის გაძვირების ახალი ტალღა დაიწყო
8 ნოემბერს ევროპაში გაზი ისევ გაძვირდა. ამის მიზეზი გახდა ტრეიდერების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ მომენტისთვის არ არსებობს არავითარი ნიშანი, რომ რუსეთი ევროპაში ექსპორტს გაზრდის. ოქტომბრის ბოლოს ვლადიმირ პუტინმა „გაზპრომს“ გერმანიაში და ავსტრიაში გაზსაცავებში საწვავის დამატებით რაოდენობის ჩატუმბვის მითითება მისცა, რაც, ერთი შეხედვით, კარგი ახალი ამბავი იყო. თუმცა, მას შემდეგ თითქმის 2 კვირა გავიდა და ტრეიდერები იმედგაცრუებას არ ...
Read More »აშშ “ჩრდილოეთის ნაკადი 2-სთვის” ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს
ამერიკელი სენატორების ჯგუფმა “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” პროექტისთვის სანქციების დაწესების საკითხი ხელახლა წამოჭრა. ხსენებულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters იუწყება. გამოცემის ცნობით, აღნიშნული ინიციატივით რესპუბლიკელი სენატორების ჯგუფი გამოვიდა, რომელიც აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს. თავდაპირველად, გაზსადენის პროექტისათვის სანქციების დაწესებას სენატი მიმდინარე წლის მაისში გეგმავდა, თუმცა შემდეგ თავი შეიკავა, ვინაიდან აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვებით, მსგავსი ქმედება ევროპასთან ურთიერთობისთვის „არაპროდუქტიული“ იქნებოდა. სენატი ...
Read More »