ევროპაში გაზის ფასი ზრდას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფასი გასული სავაჭრო დღის განმავლობაში 4%-ით გაიზარდა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები.

დეკემბრის გაზის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 983 აშშ დოლარი შეადგინა.

გაძვირების მიზეზი, შესაძლოა, ნორვეგიიდან ევროპაში გაზის მიწოდების ნომინაციების შემცირება იყოს. დღის განმავლობაში ისინი 10%-ზე მეტით შემცირდა – 310,9 მლნ კუბურ მეტრამდე.

შეგახსენებთ, რომ გერმანულმა მარეგულირებელმა შეაჩერა “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” სერთიფიცირების პროცესი.

ზოგადად, ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება სამრეწველო საწარმოების მიერ მნიშვნელოვნად მომატებული მოხმარებაც, რომლეთაც COVID-19 პანდემიის შენელების შემდეგ აქტიურად გაანხლეს წარმობა.

ენერგიაზე საერთაშორისო ფასები ასევე გაიზარდა, ევროპაში ქვანახშირის ელექტროსადგურების ემისიებზე შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების, ბირთვული ელექტროსადგურებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისა და აზიაში თხევად გაზზე მოთხოვნის გაზრდის გამო.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმანაც, რომ რუსულმა “გაზპრომმა” ზაფხულის განმავლობაში შეამცირა გაზის მიწოდება ევროპაში. შედეგად, ევროპის გაზსაცავებს ჩვეულებრივზე უფრო მცირე რეზერვები აქვთ.

Leave a Reply