Tag Archives: #ერაყი

ერაყი “OPEC +”-ის შეხვედრის ახალი თარიღის გამოცხადებას 10 დღის განმავლობაში ვარაუდობს

“OPEC +”-ის შემდეგი შეხვედრის თარიღი შეიძლება გამოცხადდეს ათი დღის განმავლობაში, ერაყის ნავთობის მინისტრის იჰსან აბდ ალ-ჯაბარის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ცნობისათვის, “OPEC +”-მა გააუქმა თავისი მორიგი შეხვედრა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო ორშაბათს და შეხვედრის ახალი თარიღი ჯერ არ დაუთქვამს. ”ვიმედოვნებთ, რომ “OPEC +”-ის მომდევნო შეხვედრის თარიღი შეიძლება გამოცხადდეს უახლოესი ათი დღის განმავლობაში”, – იტყობინება სააგენტო Bloomberg მინისტრის სიტყვებზე დაყრდნობით. ...

Read More »

ერაყში, ელექტროსადგურზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ერაყში, ელექტროსადგურზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, – ინფორმაციას Reuters-ი Nasheer News-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ერაყის ელექტროენერგიის სამინისტრომ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ქალაქ სამარაში მდებარე „სალაჰ ალ-დინის“ ელექტროსადგური „კატიუშას“ ტიპის რაკეტებით დაბომბეს, რამაც გენერატორის ბლოკები სერიოზულად დააზიანა.

Read More »

„ბოევიკები“ ერაყში ნავთობის საბადოებს თავს დაესხნენ

ერაყის ნავთობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში „ბოევიკები“ ნავთობის ორ საბადოს თავს დაესხნენ. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. თავდასხმა კირკუკის პროვინციაში მოხდა. თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები, რომელთა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, რომელიც სახანძრო სამსახურმა ჩააქრო. ერაყის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ მოაწყვეს. ამ დაჯგუფების წევრებმა ბოლო დროს ერაყში შეტევების ინტენსივობა გაზარდეს. მიუხედავად იმისა, რომ ერაყმა 2017 ...

Read More »

საუდის არაბეთი რუსეთის წინააღმდეგ: ვინ მიიღებს ჩინეთის ნავთობის ბაზარს

გასულ წელს საუდის არაბეთმა თითქმის 85 მილიონი ტონა ნავთობი გაუგზავნა ჩინეთს, რომელიც ფასდაკლებით შესთავაზა და აღნიშნული ქმედებით მნიშვნელოვნად შეავიწროვა რუსეთი, საიდანაც 83 მილიონ ნახევარი ტონა ნედლეული მიიღო. რუსეთს პრობლემებს სხვა ექსპორტიორებიც უქმნიან – ერაყი, ბრაზილია, ანგოლა, შეერთებული შტატებიც კი, ჩინეთთან ეკონომიკური კონფლიქტის მიუხედავად, აქტიურად ზრდის ვაჭრობას. “ნავთობის განხეთქილების ვაშლი” საუდის არაბეთი და რუსეთი ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილი მწარმოებლები და ექსპორტიორები არიან, ...

Read More »

თებერვლის თვეში ერაყი ნავთობის მოპოვების შემცირებას აპირებს

ერაყი გეგმავს თებერვლის თვეში ნავთობის მოპოვების შემცირებას, რათა მოახდინოს გასულ წელს “ოპეკი +”-ის კვოტების დარღვევის კომპენსირება. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის სახელმწიფო კომპანიამ, რომელიც ახორციელებს ნედლი ნავთობის გაყიდვას. ოპეკის სიდიდით მეორე მწარმოებელი ორი თვის განმავლობაში განახორციელებს დღეში დაახლოებით 3,6 მილიონი ბარელის გატარებას. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება 2015 წლის დასაწყისიდან. სააგენტო Bloomberg-ის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, დეკემბერში ნავთობის გატარების საშუალო დღიურმა ოდენობამ შეადგინა 3.85 ...

Read More »

ერაყსა და ჩინურ კომპანიას შორის ნავთობის 2 მილიარდიანი გარიგება დაიდო

ერაყმა ჩინურ კომპანიასთან ნავთობის მიწოდების რამდენიმე მილიარდიანი გარიგება დადო. უცნობია ჩინური კომპანიის დასახელება და მოაწერა თუ არა ხელი პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-კადიმმა გარიგებას, თუმცა Bloomberg-მა ჯერ კიდევ დეკემბერში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გამარჯვებული ZhenHua Oil Co., ჩინეთის თავდაცვის სისტემის კონტრაქტორის შვილობილი კომპანია გახდა. ხელშეკრულებამ ტრეიდერებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ის უახლესი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი გარიგებაა, რომელიც ერაყს საშუალებას მისცემს, თავისუფლად გაყიდოს ნედლი ...

Read More »

თურქეთი და ერაყი კერკუკ-ჯეიჰანის ნავთობსადენის სწრაფად აღდგენას გეგმავენ

ანკარა და ბაღდადი აპირებენ რაც შეიძლება მალე აღადგინონ ტერორისტების მიერ დაზიანებული კერკუკ – ჯეიჰანის ნავთობსადენის მონაკვეთი და გაზარდონ მის მიერ მოწოდებული ნავთობის მოცულობა. აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ”კერკუკ-ჯეიჰანის ნავთობსადენის აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, რომელიც დაზიანდა ISIS-ის მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად, ჩვენ გვინდა რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ ერაყის ნავთობი მსოფლიო ბაზარზე, ”- განაცხადა ერდოღანმა ერაყის პრემიერ ...

Read More »