“OPEC +”-ის შემდეგი შეხვედრის თარიღი შეიძლება გამოცხადდეს ათი დღის განმავლობაში, ერაყის ნავთობის მინისტრის იჰსან აბდ ალ-ჯაბარის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
ცნობისათვის, “OPEC +”-მა გააუქმა თავისი მორიგი შეხვედრა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო ორშაბათს და შეხვედრის ახალი თარიღი ჯერ არ დაუთქვამს.
”ვიმედოვნებთ, რომ “OPEC +”-ის მომდევნო შეხვედრის თარიღი შეიძლება გამოცხადდეს უახლოესი ათი დღის განმავლობაში”, – იტყობინება სააგენტო Bloomberg მინისტრის სიტყვებზე დაყრდნობით.
მან აღნიშნა, რომ ერაყს არ სურს ფასობრივი ომი და ნავთობის ფასის ზრდა მიმდინარე დონეზე მეტად. ამავე დროს მინისტრმა განაცხადა, რომ ერაყი მხარს უჭერს მიმდინარე შეთანხმების 2022 წლის ბოლომდე გაგრძელებას და ნავთობის მოპოვების ეტაპობრივ ზრდას.