ერაყის ნავთობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში „ბოევიკები“ ნავთობის ორ საბადოს თავს დაესხნენ. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.
თავდასხმა კირკუკის პროვინციაში მოხდა. თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები, რომელთა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება.
აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, რომელიც სახანძრო სამსახურმა ჩააქრო. ერაყის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ მოაწყვეს. ამ დაჯგუფების წევრებმა ბოლო დროს ერაყში შეტევების ინტენსივობა გაზარდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ერაყმა 2017 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა, დაჯგუფების მცირე ჯგუფები დროდადრო ტერორისტულ თავდასხმებს განაგრძობენ.