Tag Archives: #გაზი

ყაზახეთში გაზის ექვსი რეალიზატორის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ყაზახეთში თხევადი ბუნებრივი აირის LNG-ის მსხვილი რეალიზატორების ქმედებებში ფასების შეთანხმების ნიშნები გამოიკვეთა. ინფორმაციას ქვეყნის კონკურენციის დაცვისა და განვითარების სააგენტო ავრცელებს. გაზის ექვსი რეალიზატორის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამ კომპანიებს შორისაა:  KazMunayGas, Aktobe MunayGas, KazgerMunayGas, Kazakhoil Aktobe. წყარო: report.ge  

Read More »

SOCAR-მა საქართველოში 808 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოახდინა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) საქართველოს შვილობილი კომპანია SOCAR Georgia Gas ამჟამად 808 000 აბონენტს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ იუწყება აზერბაიჯანული report. 2007 წლიდან დღემდე, კომპანიამ გაზი  საქართველოს 700-ზე მეტ დასახლებას მიაწოდა და 11 ათასი კილომეტრის სიგრძის გაზსადენი ააშენა. აღსანიშნავია, რომ კომპანიაში  2 ათასზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

Read More »

ისტორიაში პირველად აშშ თხევადი ბუნებრივი აირის უდიდესი ექსპორტიორი გახდა

ენერგოდეფიციტში მყოფი ევროპისათვის მიწოდების გაზრდის გამო, ისტორიაში პირველად გასულ თვეს შეერთებული შტატები თხევადი ბუნებრივი აირის ნომერ პირველი ექსპორტიორი ქვეყანა გახდა. ბიზნესმედია გამოცემა Bloomberg-ის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, დეკემბერში ამერიკული საწარმოების წარმოების მაჩვენებელმა კატარის მონაცემებს გადააჭარბა. ფიქლის გაზის რევოლუციამ და გამათხევადებელ საწარმოებში მილიარდობით დოლარის ოდენობის ინვესტიციამ შეერთებული შტატები თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილეს ექსპორტიორად ათ წელზე ნაკლებ დროში აქცია. ბუნებრივი აირის წარმოება 2010 ...

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასები სავაჭრო დღის გახსნისას შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 1 000 აშშ დოლარამდე დაეცა. გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 034 აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში გაზის ფასი 965-1070 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

გაზსაცავის მშენებლობა ელენერგიის იმპორტს დაახლოებით 70%-ით შეამცირებს

საქართველოში გაზსაცავის პროექტის განხორციელებით ენერგეტიკოსები დიდ სარგებელს ელიან. ამ ინფრასტრუქტურის შექმნა ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, დარეგულირდეს ქართულ ბაზარზე გაზის მიწოდება, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული მარაგი შეიქმნება. ენერგეტიკოს გია არაბიძის გათვლით, ელექტროენერგიის იმპორტი შესაძლოა 70%-ით შემცირდეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი გაზსაცავში აკუმულირებული გაზის მარაგს მხოლოდ თბოელექტროსადგურებისთვის გამოიყენებენ. ,,კომერსანტთან“ გია არაბიძემ განმარტა, რამდენად აუცილებელია ქვეყანაში საცავის არსებობა და რა მნიშვნელოვან შეღავათს მოგვცემს იგი. ,,ძალიან ...

Read More »

ევროპული ქვეყნები შეშფოთებულნი არიან, რომ მკაცრი სანქციების დაწესების შემთხვევაში, რუსეთმა, შესაძლოა, გაზის მიწოდება შეწყვიტოს

ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს შეშფოთება უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებთ აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს შორის განხეთქილების რისკს ზრდის იმის თაობაზე, თუ რამდენად სერიოზული უნდა იყოს ასეთი სანქციები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტო Bloomberg-ი იუწყება, დასავლელი მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან ომის თავიდან აცილების სურვილში და ოფიციალურ მოსკოვს აფრთხილებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მას მასშტაბური ...

Read More »

აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ექსპორტი 39,8%-ითაა გაზრდილი

გასული წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველომ აზერბაიჯანიდან 16,9 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა, რაც 39,8%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, თურქეთმა მიიღო დაახლოებით 7,7 მილიარდი კუბური მეტრი ზერბაიჯანული გაზი, ხოლო ევროპამ – დაახლოებით 7,3 მილიარდი. სამინისტროს მონაცემებში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანმა 39,7 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა. აქედან, აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის ბლოკიდან მოპოვებულ იქნა ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ევროპაში გაზის ფასი 1000 დოლარს ჩამოსცდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასები სავაჭრო დღის გახსნისას შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 1 000  აშშ დოლარამდე დაეცა. გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 034 აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, მოგვიანებით 965 დოლარამდე დაეცა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელის გამო ბუნებრივი აირის ფასი ...

Read More »

„ბათუმის ნავთობტერმინალი“ ნავსადგურის ახლოს გაზის სუნის გავრცელების ფაქტზე საქმის წარმოება რამდენიმე მიმართულებით დაიწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში, მძაფრი სუნის გავრცელების ფაქტზე საქმის წარმოება რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. “შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ზღვის დაბინძურების ფაქტი არ გამოვლინდა. აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების მიერ, ბათუმის პორტის უნაპირო ნავმისადგომზე, ნედლი ნავთობით გემის დატვირთვის ფაქტზე შესწავლა დაწყებულია”, – ნათქვამია ინფორმაციაში. სოციალურ ქსელში ...

Read More »

გერმანელთა უმეტესობა “ჩრდილოეთის ნაკადი-2-ს” მხარს უჭერს

საზოგადოებრივი სატელევიზიო არხის ARD-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გერმანიის მოქალაქეების უმრავლესობა “ჩრდილოეთის ნაკადი-2-ს” გაზსადენის პროექტს მხარს უჭერს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს. გერმანია-რუსეთის დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად, ათი რესპონდენტიდან ექვსი მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ გაზსადენი უნდა ამოქმედდეს. წყარო: report.ge

Read More »