საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასები სავაჭრო დღის გახსნისას შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 1 000 აშშ დოლარამდე დაეცა.

გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 034 აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში გაზის ფასი 965-1070 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა და აშშ-დან გათხევადებული აირის მარაგების გაზრდის გამო ბუნებრივი აირის ფასი განახევრდა.

Leave a Reply