აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ექსპორტი 39,8%-ითაა გაზრდილი

გასული წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველომ აზერბაიჯანიდან 16,9 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა, რაც 39,8%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, თურქეთმა მიიღო დაახლოებით 7,7 მილიარდი კუბური მეტრი ზერბაიჯანული გაზი, ხოლო ევროპამ – დაახლოებით 7,3 მილიარდი.

სამინისტროს მონაცემებში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანმა 39,7 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა. აქედან, აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის ბლოკიდან მოპოვებულ იქნა 12,1 მილიარდი კუბური მეტრი, შაჰ-დენიზის საბადოდან – 20,4 მილიარდი, ხოლო “სოკარის” საბადოებიდან – 7,2 მილიარდი. 2020 წელთან შედარებით გაზის მოპოვება 17,8%-ით (დაახლოებით 6 მილიარდი კუბური მეტრით) არის გაზრდილი.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მიმდინარე წელს აზერბაიჯანიდან 2,5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შეძენას გეგმავს. აქედან, თბილისი შაჰ-დენიზის კონსორციუმისგან ერთ მილიარდ კუბურ მეტრს მიიღებს ტრანზიტის საფასურად და შეღავათიან ფასში, ხოლო უშუალოდ სოკარისგან – 1,5 მილიარდ კუბურ მეტრს.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply