ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასები სავაჭრო დღის გახსნისას შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 1 000 აშშ დოლარამდე დაეცა.
გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 034 აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, მოგვიანებით 965 დოლარამდე დაეცა.
შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელის გამო ბუნებრივი აირის ფასი განახევრდა.