SOCAR-მა საქართველოში 808 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოახდინა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) საქართველოს შვილობილი კომპანია SOCAR Georgia Gas ამჟამად 808 000 აბონენტს ემსახურება.

აღნიშნულის შესახებ იუწყება აზერბაიჯანული report.

2007 წლიდან დღემდე, კომპანიამ გაზი  საქართველოს 700-ზე მეტ დასახლებას მიაწოდა და 11 ათასი კილომეტრის სიგრძის გაზსადენი ააშენა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიაში  2 ათასზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

Leave a Reply