Tag Archives: #ნავთობკომპანიები

Fitch-ი ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგზე კონკურენტის შიშს არ იზიარებს

FITCH RATINGS ნავთობის კიდევ გაძვირებას პროგნოზირებს

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა ნავთობის საპროგნოზო ფასების გაზარდა. გავლენიანი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ 2021 წელს Brent ტიპის ნავთობის ღირებულება საშუალოდ 63 დოლარი/ბარელზე, მაშინ როდესაც მარტის თვეში პროგნოზი საშუალო ფასი 58 დოლარზე იყო ნავარაუდევი. 2022 წლის პროგნოზი გაზრდილ იქნა 53 დოლარიდან 55 დოლარამდე/ბარელზე. შეფასება 2023 წლისათვის უცვლელი დარჩა და კვლავ არის 53 დოლარის ოდენობით/ბარელზე. რაც შეეხება დასავლეთ ტეხასურ ნავთობს: 2021 წლის ...

Read More »

ერდოღანი: თურქეთსა და აზერბაიჯანს შეუძლიათ ლიბიაში ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება

”ამჟამად ჩვენ აზერბაიჯანთან ვართ დაკავშირებული TANAP და TAP გაზსადენების პროექტებით. ხსენებული პროექტების მიღმა, ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. რა შეიძლება იყოს ეს? მაგალითად, როგორც ახლა ვთანამშრომლობთ TANAP–სა და TAP–ის პროექტებზე ჩემს ძვირფას მეგობარ ილჰამ ალიევთან, იგივენაირად შეგვიძლია ვიმოქმედოთ ლიბიაშიც.” – აღნიშნულის შესახებ ერდოღანმა თურქეთის ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება თურქული ტელეარხი NTV. თურქეთის ლიდერმა დაამატა, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს აქვთ ...

Read More »

რუსეთმა ნავთობის მოპოვების შემცირება დაიწყო

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 1 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით რუსეთში ნავთობისა და გაზის კონდენსატის ყოველდღიურმა მოპოვებამ შეადგინა საშუალოდ 1,419 მლნ ტონა, რაც 0,6%-ით ნაკლებია მაისის თვის მაჩვენებელთან შედარებით. მოპოვება შემცირებულია “OPEC +”-ის ხელშეკრულების ფარგლებში. ამის შესახებ ნათქვამია საწვავისა და ენერგეტიკული კომპლექსის ცენტრალური სადისპეჩერო სამმართველოს მონაცემებში. ”2021 წლის 1-14 ივნისის პერიოდში რუსეთში ნავთობისა და გაზის კონდენსატის საშუალო დღიურმა მოპოვებამ ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა 76 აშშ დოლარს გადააჭარბა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 1,34 აშშ დოლარით (1,78%) გაიზარდა. “Azeri LT CIF”-ის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამჯერად 76,52 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში 149,66 დოლარი იყო.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7.4 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7.4 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 466.7 მლნ ბარელი – აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები გაიზარდა 2 მილიონი ბარელით  და შეადგინა  243 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 1 მილიონი  ბარელით  და შეადგინა  136,2 მლნ ბარელი. ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

ჯეიჰანის პორტიდან 92 მილიონი ბარელი ნავთობი გაიგზავნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით”, Botas International Limited (BIL)-მა, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის ოპერატორია, მიმდინარე წელს ჯეიჰანის ტერმინალიდან განახორციელა 91.848 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება. Report-ს განცხადების თანახმად, ნედლი ნავთობის დატვირთვა მოხხდა 126 ტანკერზე და გაიგზავნა მსოფლიო ბაზრებზე. ამ დრომდე ჯეიჰანის პორტიდან განხორციელდა 4,785 ტანკერის დატვირთვა 3 მილიარდ 663 მილიონი ბარელი ნავთობით. Botas International Limited ახორციელებს ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენის ექსპლუატაციას თურქეთში 2001 წლიდან. ნედლი ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, 2021 წლის   16 ივნისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74.39 (+  0.40) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.15 (+ 0.03)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »
ამერიკელი ტრეიდერი ნავთობის ფასის 90 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს

მსოფლიოს 10 უმსხვილესი ნავთობკომპანიის ერთობლივი შემოსავალი 387 მილიარდ დოლარს აღწევს

მსოფლიოს ათმა უმსხვილესმა სახელმწიფო ნავთობკომპანიამ განაცხადა 2021 წლის პირველი კვარტლისთვის 46 მილიარდი დოლარის ოდენობით საერთო მოგებაის შესახებ. წერს “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” საქმე ეხება კომპანიებს:  ExxonMobil, Chevron, Total, Shell, BP, Eni, Equinor, Lukoil, Rosneft და Saudi Aramco, რომლებმაც გაზარდეს თავიანთი ერთობლივი მოგება 8,5 მლრდ დოლარით ნედლეულზე უფრო ხელსაყრელი საფასო კონიუნქტურის გამო. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში BP–მა აჩვენა მოგების ყველაზე დიდი ზრდა – 4.7 მილიარდი ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   15 ივნისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა.   კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.99 (+  0,13) დოლარი/ბარელზე.   ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.12 (+ 1.24)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

2021 წლის იანვარ-მაისის თვეებში საავიაციო ნავთისა და გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2021 წლის მაისის თვეში საქართველოში  საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 5,1 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით  ანუ 1,9%-ით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან (5,2 ათასი ტონა) და 2,1 ათასი ტონით ანუ 70%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (3,0 ათასი ტონა)  შედარებით. მათ შორის, 2021 წლის მაისის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 78,4%  (4,0 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 13,7% (0,7 ათასი ტონა) – იტალიიდან, 7,8% (0,4 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან. 2021 წლის იანვარ-მაისის  თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 21,3 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით ანუ 4,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (22,4 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, 2021 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 67,6%  (14,4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 10,3% (2,2 ათასი ტონა) – იტალიიდან, 8,9% (1,9 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 6,1% (1,3 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 4,7% (1,0 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან, 2,3% (0,5 ათასი ტონა) – რუსეთიდან. 2021 წლის მაისის თვეში  საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 3,8  ათასი ტონა, რაც 1,0 ათასი ტონით ანუ 35,7%-ით მეტია აპრილის თვის მაჩვენებელთან (2,8 ათასი ტონა) შედარებით და 0,1 ათასი ტონით ანუ 2,6%-ით ნაკლები –  გასული წლის მაისის თვის მაჩვენებელთან (3,9 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, მ/წლის მაისის თვეში იმპორტის  97,4%  (3,7 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან. 2021 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 13,7  ათასი ტონა, რაც 5,8 ათასი ტონით ანუ 29,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,5 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში იმპორტის  94,9% (13,0 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

Read More »