გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7.4 მილიონი ბარელით შემცირდა და შეადგინა 466.7 მლნ ბარელი – აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
ბენზინის მარაგები გაიზარდა 2 მილიონი ბარელით და შეადგინა 243 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 1 მილიონი ბარელით და შეადგინა 136,2 მლნ ბარელი.
ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.