“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 1 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით რუსეთში ნავთობისა და გაზის კონდენსატის ყოველდღიურმა მოპოვებამ შეადგინა საშუალოდ 1,419 მლნ ტონა, რაც 0,6%-ით ნაკლებია მაისის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
მოპოვება შემცირებულია “OPEC +”-ის ხელშეკრულების ფარგლებში. ამის შესახებ ნათქვამია საწვავისა და ენერგეტიკული კომპლექსის ცენტრალური სადისპეჩერო სამმართველოს მონაცემებში.
”2021 წლის 1-14 ივნისის პერიოდში რუსეთში ნავთობისა და გაზის კონდენსატის საშუალო დღიურმა მოპოვებამ შეადგინა 1,419 მლნ ტონა, რაც 0,6%–ით ნაკლებია მაისის თვის მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც ნავთობის საშუალო მოპოვება იყო 1,427 მლნ ტონა”.
განცხადებაში აღინიშნა, რომ 2021 წლის მაისის თვეში მოპოვების ზრდა გაჩერდა 1,427 მილიონი ტონის მაჩვენებელზე. თუმცა, ივლისის თვეში რუსეთს შეეძლება მოიპოვოს 9,495 მლნ ბარელი/დღე-ღამეში, ივნისისა და მაისის თვეების 9,457 და 9,418 მლნ ბარელის მაჩვენებლებთან შედარებით.