ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

ჯეიჰანის პორტიდან 92 მილიონი ბარელი ნავთობი გაიგზავნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით”, Botas International Limited (BIL)-მა, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის ოპერატორია, მიმდინარე წელს ჯეიჰანის ტერმინალიდან განახორციელა 91.848 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება.

Report-ს განცხადების თანახმად, ნედლი ნავთობის დატვირთვა მოხხდა 126 ტანკერზე და გაიგზავნა მსოფლიო ბაზრებზე.

ამ დრომდე ჯეიჰანის პორტიდან განხორციელდა 4,785 ტანკერის დატვირთვა 3 მილიარდ 663 მილიონი ბარელი ნავთობით.

Botas International Limited ახორციელებს ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენის ექსპლუატაციას თურქეთში 2001 წლიდან. ნედლი ნავთობით სავსე პირველი ტანკერი ჯეიჰანის ტერმინალიდან გაიგზავნა 2006 წლის 2 ივნისს.

Leave a Reply