ამერიკელი ტრეიდერი ნავთობის ფასის 90 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს

მსოფლიოს 10 უმსხვილესი ნავთობკომპანიის ერთობლივი შემოსავალი 387 მილიარდ დოლარს აღწევს

მსოფლიოს ათმა უმსხვილესმა სახელმწიფო ნავთობკომპანიამ განაცხადა 2021 წლის პირველი კვარტლისთვის 46 მილიარდი დოლარის ოდენობით საერთო მოგებაის შესახებ. წერს “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”

საქმე ეხება კომპანიებს:  ExxonMobil, Chevron, Total, Shell, BP, Eni, Equinor, Lukoil, Rosneft და Saudi Aramco, რომლებმაც გაზარდეს თავიანთი ერთობლივი მოგება 8,5 მლრდ დოლარით ნედლეულზე უფრო ხელსაყრელი საფასო კონიუნქტურის გამო.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში BP–მა აჩვენა მოგების ყველაზე დიდი ზრდა – 4.7 მილიარდი დოლარის ოდენობით – 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც დაფიქსირდა  ზარალი 4.4 მილიარდი დოლარის ოდენობით.

თურქული სააგენტოს Anadolu-ის შეფასების თანახმად, ათი წამყვანი ნავთობკომპანიის ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა 6,6%-ით, რაც შეადგენს დაახლოებით  387 მილიარდ დოლარს. ყველაზე მეტად გაიზარდა Saudi Aramco-ის შემოსავალი – 20%-ით  80 მილიარდ დოლარამდე.

Leave a Reply