Tag Archives: #ელექტროენერგია

ჩინეთში ელექტროენერგიის დეფიციტია

ჩინეთი ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს. გამოცემის ცნობით, ჩინეთში ელექტროენერგიის ნაკლებობა ქვანახშირის მარაგების დეფიციტმა გამოიწვია. გამონაბოლქვის რაოდენობაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა, მწარმოებლებისა და ინდუსტრიის მხრიდან მზარდმა მოთხოვნამ რეკორდულად გაზარდა ქვანახშირის ფასი. გასული კვირიდან ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის მრავალ რეგიონში პიკის საათის დროს ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით ხდება. ქალაქების  მცხოვრებლები აცხადებენ, რომ დენი სულ უფრო ხშირად და დიდი ხნით ეთიშებათ. 27 სექტემბერს სახელმწიფო ენერგოკორპორაციამ ...

Read More »

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 28 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ატენის ქუჩის მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას. 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე ...

Read More »

“რუსი და სომეხი ანალიტიკოსები საუბრობენ, რომ მთელი რეგიონი, მათ  შორის აზერბაიჯანი და თურქეთიც კი, მათგან იყიდიან ელექტროენერგიას. საქართველო – პირველ რიგში”

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა >საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ნამახვანჰესის პროექტის გაჩერებას აფასებს: პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რუსეთი სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას დაიწყებს. რუსი და სომეხი ანალიტიკოსები საუბრობენ, რომ მთელი რეგიონი, მათ  შორის აზერბაიჯანი და თურქეთიც კი, მათგან იყიდიან ელექტროენერგიას. საქართველო – პირველ რიგში. ხვდებით რა თამაშშია ჩართული თქვენი ვარლამი და მისი კომპანია? და რას უწყობთ ხელს ვარლამით აღფრთოვანებულები? ხომ ჯდებოდა ნამახვანი 800 მილიონი, ...

Read More »

“როცა ლაპარაკია 800 მილიონ დოლარზე, ლარში რომ გადავიყვანოთ, ეს 2 მილიარდ ნახევარია”

რას ნიშნავს ქვეყნისთვის კომპანია ENKA-ს გადაწყვეტილება და მის მიერ საქართველოს სახელმწიფოთან დადებული ხელშეკრულების გაწყვეტა, რისი შედეგადაც $ 800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი აღარ განხორციელდება – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც ცუცქირიძემ განაცხადა, საქმე შესაძლოა, საერთაშორისო არბიტრაჟშიც გადავიდეს. „ყველამ ვიცით, რომ „ენკა“ ხელშეკრულებიდან გავიდა. ეს პროექტი, განსაკუთრებით, 2 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი ვნებათაღელვის თემა იყო. „ენკა“ იყო არა ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასების ზრდას ელექტროენერგიაზე ფასის მატება მოჰყვა

ბოლო კვირებში ევროპის ქვეყნებში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის შესახებ BBC იუწყება. ამის შედეგად გაზზე ფასმა მოიმატა, რამაც დიდ ბრიტანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში, კვების მრეწველობაზე და სხვა სფეროებზე გავლენა მოახდინა. ასევე, ამ ფაქტს ევროპის სახელმწიფოებში ელექტროენერგიაზე ფასის მატება მოჰყვა. მთავრობა მომხმარებლებისთვის დახმარების აღმოჩენას ცდილობს. კრიზისმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სირთულეები, რაც ენერგიის განახლებულ წყაროებზე გადასვლასთან არის დაკავშირებული. ესპანეთში ბოლო რამდენიმე თვეში ...

Read More »
კახა კალაძე - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობები

კახა კალაძე: „ენკასთან“ თუ შეწყდა ხელშეკრულება, ახალი ინვესტორის მოსაძებნად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

ენერგეტიკის დარგისთვის პირდაპირ ვიტყვი უკან გადადგმული ნაბიჯია, როდესაც ასეთი პროექტები ჩერდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ენკას“ მიერ საქართველოსთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ კომენტირებისას​ განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ ქვეყანას რა რესურსიც გააჩნია მაქსიმალურად უნდა იყოს რაციონალურად გამოყენებული, რომ ენერგეტიკულად, ენერგიის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა გახდეს დამოუკიდებელი. „ამ კომპანიასთან თუ შეწყდა ხელშეკრულება ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ძალიან სწრაფად მოიძებნოს ინვესტორი, ვინც ამ პროექტს ...

Read More »

ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დენი აღარ გვაქვს ქსელში და დავაბრუნოთ 90-იანი წლების სიბნელე

დღეს რომ საქართველოში 100 000 ელექტრომანქანა უცებ გაჩნდეს და ჩაერთოს ქსელში, ეს არის დაახლოებით 800 მეგავატი ტვირთი ქსელისთვის და „ნამახვანი“ არის ამის მხოლოდ ნახევარი, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ლევან ვეფხვაძე „ქრონიკასთან“ განაცხადა. „კარგად უნდა ვხვდებოდეთ, საით მიდის განვითარება ელექტრომანქანებისკენ და ჩვენ როგორ ჩამოვრჩებით ამ განვითარებას იმით, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დენი აღარ გვაქვს ქსელში ...

Read More »

საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი რუსეთი გახდა

ხანგძლივი პაუზის შემდეგ 2021 წელს რუსეთი საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი გახდა. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში იმპორტის სახით 1049.4 მლნ კვ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 171%-ით აღემატება. არადა, თუ უკანასკნელი წლების სტატისტიკას ჩავხედავთ დავინახავთ, რომ რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის წილი მთლიან იმპორტში მხოლოდ და მხოლოდ 13%-დან 35%-ის ფარგლებში მერყეობდა. მაგალითად, 2017 წელს საქართველომ რუსეთისგან ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 23 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის, ვეკუას და შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი – 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას მთის, ხუდადოვის და ზეთისხილის ქუჩის მოსახლეობას. სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი ...

Read More »

არბიტრაჟის შემთხვევაში საქართველოს ასეულობით მილიონის გადახდა მოუწევს – აბრამიშვილი

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი აბრამიშვილი აცხადებს, რომ თუ კომპანია “ენკა” საქართველოსთან საარბიტრაჟო დავას წამოიწყებს, სახელმწიფოს კომპანიისთვის ასეულობით მილიონის გადახდა მოუწევს. რაც შეეხება კონტრაქტის შეწყვეტას, მისი თქმით, ქვეყანამ 800 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაკარგა. “რა თქმა უნდა, უარყოფითი სიგნალია არა მხოლოდ ჩვენი სექტორის, არამედ სხვა დარგების ინვესტორებისთვისაც. როდესაც მთავრობა თავად აცხადებს ტენდერს, თავად იწვევს ...

Read More »