ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დენი აღარ გვაქვს ქსელში და დავაბრუნოთ 90-იანი წლების სიბნელე

დღეს რომ საქართველოში 100 000 ელექტრომანქანა უცებ გაჩნდეს და ჩაერთოს ქსელში, ეს არის დაახლოებით 800 მეგავატი ტვირთი ქსელისთვის და „ნამახვანი“ არის ამის მხოლოდ ნახევარი, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ლევან ვეფხვაძე „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„კარგად უნდა ვხვდებოდეთ, საით მიდის განვითარება ელექტრომანქანებისკენ და ჩვენ როგორ ჩამოვრჩებით ამ განვითარებას იმით, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დენი აღარ გვაქვს ქსელში და დავაბრუნოთ 90-იანი წლების სიბნელე. თავის დროზე ჩვენივე ემოციურობით და გახურებული თავებით გავაჩერეთ „ხუდონი“, ახლა ვაჩერებთ „ნამახვანს“ და საბოლოო ჯამში, სად მივდივართ, ვერ გეტყვით, რადგან ეს არ იქნება ის ქვეყანა, რომელსაც ექნება პოტენციალი, რომ ამ ტექნოლოგიურ ცვლილებებს ფეხი აუბას“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

Leave a Reply