აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 23 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის, ვეკუას და შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას მთის, ხუდადოვის და ზეთისხილის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის,  თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, თვალჭრელიძის, ქიზიყის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოლო აღმართის და ამაღლების ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 20:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის და ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის, ძოწენიძის, გამრეკელის და მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის და დემეტრე თავდადებულის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

Leave a Reply