Tag Archives: #ნავთობი

აზერბაიჯანის ნავთობის ფონდის წმინდა მოგებამ 40 მილიარდ მანათს გადააჭარბა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდმა (SOFAZ) 2020 წელი 5 მილიარდ 360.109 მილიონი მანათის წმინდა მოგებით დაასრულა. აზერბაიჯანული report-ის თანახმად, აღნიშნული 24.2%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში SOFAZ-ის გაუნაწილებელი მოგება 15,3%-ით გაიზარდა და 40 მილიარდ 268,812 მილიონი მანათი შეადგინა. გასულ წელს SOFAZ–ის მთელმა საოპერაციო შემოსავალმა 5 მილიარდი 327.956 მილიონი მანათი (წინა წელთან შედარებით 19.9%​-ით მეტი) შეადგინა, ხოლო საოპერაციო ხარჯებმა – ...

Read More »

წლის დასაწყისიდან რუსული “ურალის” ნავთობი 1.6-ჯერ გაძვირდა

წლის დასაწყისიდან, რუსული საექსპორტო ნავთობის “ურალის” საშუალო ფასი 1,6-ჯერ გაიზარდა და ბარელზე 65,1 აშშ დოლარს მიაღწია, იუწყება რუსეთის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური. 2020 წლის იანვარ-აგვისტოში მისი ღირებულება იყო 40,83 აშშ დოლარი ბარელზე, ხოლო 2021 წლის აგვისტოში – 68 აშშ დოლარი ბარელზე, რაც 1,5 -ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს – იუწყება TASS. შეგახსენებთ, რომ “ურალის” ნავთობის საშუალო ფასმა 2021 წლის იანვარ-ივლისში ...

Read More »

ნავთობპროდუქტებზე უარი მსოფლიოს 140 ტრილიონი დოლარი დაუჯდება

2050 წლისთვის ნავთობპროდუქტების სრული უარყოფა მსოფლიოს ქვეყნებს 140 ტრილიონი დოლარი დაუჯდება, რაც წელიწადში გლობალური მშპ-ს 3%-ს შეადგენს. ფინანსისტების თვლიან, რომ ნახშირბად-ნეიტრალურობის მისაღწევად, მსოფლიოს ენერგიის ორი მესამედი განახლებადი წყაროებიდან უნდა იყოს წარმოებული. აღნიშნული განსაკუთრებით მწვავედ იმოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე, “სბერბანკის” ხელმძღვანელის გერმან გრეფის აზრით, ენერგიის ექსპორტის ვარდნა 179 მილიარდ დოლარ ზარალს მოუტანს ქვეყანას 2035 წლისთვის, ხოლო 2050 წლისთვის – 192 მილიარდ დოლარს. ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  2 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.03 (+ 1.44)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69.99 (+ 1.40)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7.2 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7.2 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 425.395 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები გაიზარდა  1.29 მილიონი ბარელით  და შეადგინა  227,214 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 1.73 მილიონი  ბარელით  და შეადგინა  136.727 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,3 ...

Read More »

რუსეთი სექტემბერში ნავთობის მოპოვებას 100 ათასი ბარელით გაზრდის

გუშინ გაიმართა “ოპეკი +”-ის წევრი ქვეყნების მინისტრთა შეხვედრის მე-20 სხდომა. მონაწილეებმა განიხილეს ივლისის თვეში მოპოვებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების შესრულება და ასევე განიხილეს ნავთობის მოპოვების გაზრდის გეგმები. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის ალექსნადრ ნოვაკის თქმით,  შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოქტომბერში ნავთობის მოპოვების 400000 ბარელით/დღეში გაზრდასთან დაკავშირებით. ”რუსეთისთვის, ეს ნიშნავს, რომ  სექტემბერსა და ოქტომბერში ჩვენ დამატებით 100 ათასი ბარელით/დღეში ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 0.78 აშშ დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული report წერს. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 72.21 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში 149,66 ...

Read More »

Brent ტიპის ნავთობის ფასი შემცირდა, ხოლო Light Sweet-ის – გაიზარდა

“ნავთობპროდუქების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  1 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირსპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.94 (- 0.05)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.59 (+ 0.09)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ცნობილია BTC–ით 8 თვის განმავლობაში გადატუმბული ნავთობის მოცულობა

2021 წლის იანვარ-აგვისტოში, Botas International Limited (BIL), თურქეთში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის ოპერატორმა, ჯეიჰანის ტერმინალიდან 132.625 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიტანა. როგორც BILმოხსენება–ზე დაყრდნობით, აზერბაიჯანული Report იუწყება, 182 ტანკერმა განახორციელა ნავთობის მიწოდება მსოფლიო ბაზრებზე. ამ დროისთვის, მთლიანობაში, 3,703,6 მილიონი ბარელი მოცულობის, 4,841 ტანკერი ნავთობია გაგზავნილი ჯეიჰანის პორტიდან. BIL 2001 წლიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის თურქული მონაკვეთის ოპერატორია. ნავთობის ტანკერების პირველი დატვირთვა ჯეიჰანის ტერმინალიდან 2006 ...

Read More »

რუსეთი ინარჩუნებს მეორე ადგილს შეერთებულ შტატებში ნავთობის ექსპორტის კუთხით

რუსეთი ინარჩუნებს მეორე ადგილს შეერთებულ შტატებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის მოცულობის კუთხით. ივნისში, რუსეთის ფედერაციამ ამერიკას 25,43 მილიონი ბარელი საწვავი მიაწოდა. ექსპორტის უმეტესი ნაწილი ნავთობპროდუქტებზე მოდის, თავად ნავთობის ექსპორტმა კი მხოლოდ 8.47 მილიონი ბარელი შეადგინა. აშშ-ში ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებს შორის, ივნისში, პირველ ადგილს კანადა (137.57 მილიონი ბარელი) იკავებდა, მესამე ადგილს კი – მექსიკა (23.65 მილიონი ბარელი). ნინო სამადაშვილი

Read More »